17 მარტი, 2014
ქუთაისელი ლამაზმანი, რომელსაც ანჯელინა ჯოლისა და შორენა ბეგაშვილს ამსგავსებენ
მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისში გავთხოვდი, სიყვარულით. ერთმანეთს სამ წელიწადში დავშორით. აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან მას ახლა არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს ეკა ქუთათელაძე სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. „ფეისბუქის“ სხვადასხვა გვერდზე ეკას ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხან ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ, ხანაც - შორენა ბეგაშვილს. ეკა ნამდვილად ლამაზია და დარწმუნებული ვართ, მისი კარიერა მოდელობით რომ გაგრძელებულიყო, დღეს ბევრ ქართველ ვარსკვლავზე წარმატებული და პოპულარული იქნებოდა. წარმოშობით ქუთაისიდან გახლავთ. იქ დაიბადა, გაიზარდა და წლების შემდეგ სასწავლებლად თბილისში ჩამოვიდა.
მისი ცხოვრება და კარიერა ისე წარიმართა, რომ დღეს ისევ მშობლიურ ქალაქში ცხოვრობს და რვა წლის ნიას ზრდის.

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. 30 წლის ვარ. რვა წლის ნია მყავს, მეუღლეს გაშორებული ვარ და ქუთაისში მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქალაქში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა ვეღარ გავაგრძელე და თბილისში გადმოვიტანე საბუთები ეკონომიკის განხრით. სწორედ იმ პერიოდში მთხოვა მეგობარმა, რომ სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო „ამსა“-ში მივსულიყავი და ბედი მეცადა. გარკვეული პერიოდი მოდელად ვმუშაობდი, მქონდა კარგი „პაეზდკები“, იტალიაშიც ვიყავი. შემდეგ კონტრაქტი დავარღვიე, რადგან ორსულობა არ შეიძლებოდა. სააგენტოდან წამოვედი და ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება. წლების შემდეგ უკვე ქუთაისში ვცხოვრობდი, როდესაც არაჩვეულებრივ ქალბატონს, მანანა გოგლიჩიძეს შევხვდი, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ქუთაისში მოდის სახლი გახსნილიყო. ახლა იქ ვმუშაობ, მენეჯერი ვარ. თან, დამწყებ მოდელებს ვეხმარები, სიარულს ვასწავლი. ამავე დროს ვეძებ კარგ გოგონებს (იცინის).
- ოჯახი რა ასაკში შექმენი?
- მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისში გავთხოვდი, სიყვარულით. ერთმანეთს სამ წელიწადში დავშორით. აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან მას ახლა არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს.
- შენი ფოტოები რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე, მახსოვს, შორენა ბეგაშვილს გამსგავსებდნენ.
- არა, შორენა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ არ ვგავარ.
- ეკა, ყველაფერი ბუნებრივი გაქვს? პლასტიკური ოპერაცია თუ გაგიკე-თებია?
- არაფერი, მხოლოდ ტუჩის კონტური.
- შენს ქალაქში პოპულარული იქნები...
- გამოვდივარ ჩვენებებზე, ახლახან ერთ რეკლამაშიც გადამიღეს. ტელევიზიიდან სერიოზული შემოთავაზება არ მქონია, ისე, ვიფიქრებდი... ადრე ქუთაისის ტელევიზიაში შემომთავაზეს მუშაობა, მაგრამ არ დავთანხმდი.
- დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
- დიახ, თუმცა ჯერჯერობით არავინ მოდის ჩემს გულთან ახლოს (იღიმის).
- დედმამიშვილები გყავს?
- დიახ, ჩემი და მადრიდში ცხოვრობს. მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვს. ჩემი ძმაც მადრიდშია.
- შვილის შესახებ მოგვიყევი...
- ნია ბარაბაძე სკოლაში სწავლობს, ძალიან ნიჭიერი და კარგი ბავშვია, მასწავლებლები აქებენ. დილას სკოლაში რომ მიდის, სახლში ექვს საათზე ბრუნდება და შემდეგ მეცადინეობს. შაბათ-კვირას მთლიანად ჩემს შვილთან ერთად ვატარებ.
- როგორია ქუთაისის ღამის ცხოვრება?
- ასეთი რამ არ არსებობს. ქალაქი ღამის ცხოვრებით არ ცხოვრობს. იყო ერთი კლუბი, მაგრამ არ გაამართლა და დაიხურა. მომწონს ასეთი ადგილები, კლუბური ცხოვრება, მაგრამ კარგი კლუბი მგონი, თბილისშიც არ არის.
- ეკა, ძალიან ლამაზი ფოტოსესიები ვნახე შენს ალბომში...
- ქუთაისელმა ფოტოგრაფმა ირაკლი ვაშაკიძემ გადამიღო. ძალიან კარგი ფოტოსესია გამოგვივიდა წყალქვეშ, განსაკუთრებულად მომწონს. რაც შეეხება ჩვენებას, ბოლოს ახალ წელს მანანა გოგლიჩიძის ჩვენებაში ვმონაწილეობდი.

Rating

- რამდენად გაღელვებს საზოგადოებრივი აზრი, რთულია, ლამაზი გოგონა ცხოვრობდეს ქუთაისში?
- არ არის რთული. რაც შეეხება საზოგადოებრივ აზრს, მაინტერესებს ჩემი ახლობლებისა და იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მიყვარს. გამიხარდება, თუ სხვებიც კარგს იტყვიან, მაგრამ თუ რაღაც არ მოსწონთ, გავატარებ ხოლმე, შეიძლება, არც გავატარო (იღიმის). პირადად არავინ გიწესებს შეზღუდვებს, რა-საც მიიჩნევ საჭიროდ, ისე უნდა მოიქცე.
- თბილისში ჩამოსვლა და აქ დამკვიდრება არასოდეს ყოფილა შენი მიზანი?
- არ მიცდია, ღმერთს ვარ მინდობილი. არაფერს ვცდილობ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან, ცდილობენ, თავი დაიმკვიდრონ, მე არასოდეს მქონია მსგავსი სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ კლიპშიც გადამიღეს, რეკლა-მაშიც, პოდიუმზეც გამოვდივარ, ვფიქრობ, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არის ჩემს ცხოვრებაში. მაშინ როდესაც შეიძლებოდა, კარიერა ამეწყო, მთლიანად ბავშვზე ვიყავი გადართული. ახლა უკვე ნიაც გაიზარდა, მეც მაქვს დრო და მუშაობასაც დავთანხმდი. მქონდა არჩევანი, რომ კონტრაქტი გამეგრძელებინა და ბავშვზე უარი მეთქვა, მაგრამ მე შვილი ავირჩიე.
- კარიერაში მშობლები ხომ არ გიწევენ წინააღმდეგობას?
- არა, არასოდეს უთქვამთ, რომ სადმე არ გამოვიდე. არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემი ოჯახისთვის და, პირველ რიგში, ჩემი შვილისთვის იქნება მიუღებელი.

Rating

- შენს ალბომში „ქართული ოცნების“ მაისურით გადაღებული ფოტოებიც აღმოვაჩინე.
- მეგობარს გავყევი ერთ-ერთ აქციაზე, პარტიაში არასოდეს ვყოფილვარ.
- ეკა, ხშირად გეუბნებიან, რომ ანჯელინა ჯოლის ჰგავხარ, თავად როგორ მიგაჩნია?
- დიახ, საკმაოდ ხშირად მეუბნებიან. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც მწერენ, მაგრამ მე ნაკლებად ვამსგავსებ საკუთარ თავს. ნებისმიერ შემთხვევაში სასიამოვნო კომპლიმენტია, როცა ჯოლის მამსგავსებენ.
- როგორი მამაკაცები მოგწონს?
- დამოუკიდებელი, ძლიერი, ჩამოყალიბებული. გულწრფელი უნდა იყოს. სითბო, სიყვარული და ყურადღება გულგრილს არც ერთ ქალს არ დატოვებს და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა მთავარი მაინც სიყვარულია.
- ეკა, შენი გული თავისუფალია?
- დიახ...
- პრინცს ელოდები?
- რატომაც არა (იცინის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
meri
am gogos vicnob bavshvobidan, martla ulamazesi iyo...sul ar chirdeboda xelovnuri charevebi..ubralod yvelasnairi gaxda...
21:21 / 19-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კესარია
როგორ ჰგავს კესოს გეგონება კაპიროვკით გადაუღიათო
13:57 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ძალიან კარგი გოგოა მაგრამ ვერც შორენას შევადარებ და ვერც ჯოლის, ტუჩები აქვს გადმოტრიალებული, ამ ქარტველებმა რაგაცის ატაცება ნუ იცით ხოლმე რაა
00:06 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
იაკო თუამაზე ლამაზი ხარ დამირეკე უნდა გატკინო
00:04 / 07-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ა@ვ
Pს.მდე არაფერი ეწერა მედიატორ
15:34 / 30-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS