სიუჟეტის მიხედვით, ბაქარი დადუკა დადვანს ლეკას ფოტოს დაბეჭდვას სთხოვს ჟურნალის გარეკანზე, სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას სთავაზობს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ სერიაში გამოჩნდება მაკა ჩიჩუა.
შეგახსენებთ, ყოფილი პირველი ლედი გადაღებულია ფილმებში: "გაიღიმეთ," "დღე," "ტრასა", "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" და "აღდგომის ბატკანი".
"ჩცდ"-ს ფეისბუქ-გვერდზე მაკა ჩიჩუას სერიალში გამოჩენას აქტიური დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ფანებისთვის
"მგონი ყველა შეთანხმდება, რომ დები დადვანები უფრო აზრზე მოსული გოგოები ჩანან, ვიდრე გაფილოსოფოსებული, თავცარიელი ჩიკა და მისი უარესად ჩერჩეტა დაქალობა", - წერენ მაყურებლები.
სანამ ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდებოდა, გაირკვა, რომ ის ტელეწამყვანიც გახდა და მესამეზე ახალ გადაცემას იწყებს. იხილეთ სრულად: