დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, ამ წუთებში, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილ მეუღლეზე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცემს ჩვენებას.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
როგორც მისი უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საგამოძიებო უწყებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.