მისი ცხოვრება მას შემდეგ დამშვიდდა, როდესაც მეორედ გათხოვდა და ქმართან, კოტე გოგელიასთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა.
მაკას მეორე ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, კოსტანტინე, რომელიც ჩოგბურთითაა გატაცებული. მაკა ასათიანს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი კახი და ლევანიკო ჰყავს.
2017 წელს, მაკას უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია დაქორწინდა. მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ნანიკო კლდიაშვილია. წყვილი საზღვარგარეთ სწავლობს.
ასათიანის
ნანიკო და კახი ამჯერად ამერიკაში იმყოფებიან, მათ მდიდრულ კურორტზე დაისვენეს, სადაც საინტერესო სათავგადასავლო ტურებშიც მიიღეს მონაწილეობა, გუშინ კი კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.
ნანიკომ ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ის ერთ-ერთ ფოტოზე, სარკის წინ, საცურაო კოსტიუმით პოზირებს, რასაც მის ფოლოვერებში დიდი გამოხმაურება - აღფრთოვანება მოჰყვა.