ინტერვიუდან, რამდენიმე დღეში, დარჩია "პალიტრა ნიუსის" გადაცემის სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ მისი პრობლემები ნაწილობრივ დალაგდა და ქვეყნიდან წასვლა გადაიფიქრა.
დავით დარჩიას ინტერვიუ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.
ცნობილმა სცენარისტმა და რადიოწამყვანმა, ქეთი ელიეშვილმა სოციალურ ქსელში დარჩიას ინტერვიუ გააზიარა და მას ვრცელი წერილი მისწერა.
"წერილი დავით
ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი ცხოვრება ისე აეწყო, რომ აქედან გაქცევაზე ოცნებობთ. თუ ასეა უნდა გაიქცეთ და იქ, ოცნების ქვეყანაში გააკეთოთ ყველაფერი,რაც თქვენს სამშობლოში არ ან ვერ გააკეთეთ. ღმერთმა ქნას, ჰოლივუდში გელოდებოდნენ, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასე არაა. თუმცა ახლა ამაზე არ ვწერ!
მე ვწერ თქვენს მიერ გაპიარებულ წასვლაზე, ქვეყნის ლანძღვაზე. ჩემთვის - არასდროს, მაგრამ ვიღაცისთვის ავტორიტეტი ხართ ,ალბათ, და ასე არ შეიძლება.
ჩვენ, ვისაც გაქცევაზე არც გვიფიქრია ათას ტყუილ მართალს ვუყვებით შვილებს, რომ სამშობლო შევაყვაროთ, თქვენ კიდე ყველაფერს აკეთებთ, რომ ახალგაზრდებსაც შეაძულოთ თავიანთი ქვეყანა.
თუ მიდიხართ, მიბრძანდით ბატონო, ოღონდ ქვეყნის ლანძღვას შეეშვით, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ბევრი ვიომეთ და ვიშრომეთ, აქამდე რომ მოვსულიყავით .
პატივისცემით ქეთი ელიეშვილი".