22 აპრილი, 2019
"წერილი დავით დარჩიას და მისი ინტერვიუთი გულდათუთქულ თანამემამულეებს"
რამდენიმე დღის წინ ქართულ პრესაში ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მსახიობი დავით დარჩია მის ოჯახურ პრობლემებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ის ქვეყნიდან წასვლას აპირებს. ეს განცხადება მან ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ინტერვიუდან, რამდენიმე დღეში, დარჩია "პალიტრა ნიუსის" გადაცემის სტუმარი იყო, სადაც განაცხადა, რომ მისი პრობლემები ნაწილობრივ დალაგდა და ქვეყნიდან წასვლა გადაიფიქრა.

დავით დარჩიას ინტერვიუ აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

ცნობილმა სცენარისტმა და რადიოწამყვანმა, ქეთი ელიეშვილმა სოციალურ ქსელში დარჩიას ინტერვიუ გააზიარა და მას ვრცელი წერილი მისწერა.

"წერილი დავით
დარჩიას და მისი ინტერვიუთი გულდათუთქულ თანამემამულეებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენი ცხოვრება ისე აეწყო, რომ აქედან გაქცევაზე ოცნებობთ. თუ ასეა უნდა გაიქცეთ და იქ, ოცნების ქვეყანაში გააკეთოთ ყველაფერი,რაც თქვენს სამშობლოში არ ან ვერ გააკეთეთ. ღმერთმა ქნას, ჰოლივუდში გელოდებოდნენ, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასე არაა. თუმცა ახლა ამაზე არ ვწერ!

მე ვწერ თქვენს მიერ გაპიარებულ წასვლაზე, ქვეყნის ლანძღვაზე. ჩემთვის - არასდროს, მაგრამ ვიღაცისთვის ავტორიტეტი ხართ ,ალბათ, და ასე არ შეიძლება.

ჩვენ, ვისაც გაქცევაზე არც გვიფიქრია ათას ტყუილ მართალს ვუყვებით შვილებს, რომ სამშობლო შევაყვაროთ, თქვენ კიდე ყველაფერს აკეთებთ, რომ ახალგაზრდებსაც შეაძულოთ თავიანთი ქვეყანა.

თუ მიდიხართ, მიბრძანდით ბატონო, ოღონდ ქვეყნის ლანძღვას შეეშვით, ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა და ძალიან ბევრი ვიომეთ და ვიშრომეთ, აქამდე რომ მოვსულიყავით .

პატივისცემით ქეთი ელიეშვილი".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
Mარინა
მარტალია ელიაშვილი ქვეყნის ლანძგვა არ ეკადრებოდაააა
00:39 / 08-05-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
და რა შესაყვარია ჩვენი ქვეყანა?! ფურთხის ღირსია დღესაც საქართველო...დღესააააც! კარტოფილზე და ხახვზე გაყიდული საქართველო, იუდების სამშობლო საქართველო. დიახ! ყველა უნდა გაიქცეს აქედან, იმიტომ რომ ეშმაკი ავირჩიეთ მმართველად, ივანიშვილი ეშმაკი, თავისი დამქაში ეშმაკებით.
19:09 / 24-04-2019
გამოხმაურება / 0 /
dd
სად მიდიხართ სად.ვის უტოვებთ ქვეყანას ?
16:29 / 24-04-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ხალიან თუ გიყვარს სამშობლო რატომ ხარ ჩუმად ესეთი თახსირი საქართველო მოგწონს? მაშინ შენ ხარ მოღალატე ის არა შენ. მოგწონს სიღატაკე ქართველი ხალხის რომელიც ფეხებზე კიდია ზელისუფალს მოგწონს ღარიბი საქართველო მას კი ეცოდება და გარბის ამის ატანა არ შეუძლია
00:11 / 24-04-2019
გამოხმაურება / 0 /
გიო
ღმერთმა გაგახაროს, ქეთი ელიაშვილო!
20:05 / 23-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
გამაოცა ქეთის სიშტერემ. გოგოოოო! ქვეყანას კი არა, ხელისუფლებას ლანძღავს დათო, ხელისუფლებაააას! სწორი მოწოდებაა! დიახ, გაიქეცით ამ ქვეყნიდან, სხვაგან მოგიწევთ მძიმე შრომა მაგრამ დაგიფასდებათ. ემიგრანტებით სუნთქავს დღეს უმრავლესობა, ვიღაც ქეთი ეტყობა ოცნებიდან არის და ეგენი კარგად არიან.
17:18 / 23-04-2019
გამოხმაურება / 0 /
ქეთევან ნიკოლაძე
ზუსტად ასე ვიფიქრე,როცა ეს წერილი წავიკითხე...სამწუხაროა,რომ ლანძღავენ ქვეყანას და გაქცევისკენ მოუწოდებენ ახალგაზრდებსაც...ხოლო ემიგრანტები საკუთარ სამშობლოს ლანძღავენ სხვა ქვეყნის"სამოთხისათვის"და როცა ის სხვა ქვეყანა "კარვების"მეტს არაფერს იმეტებს,მაინც სამშობლოს ლანძღავენ(((
17:11 / 23-04-2019
გამოხმაურება / 0 /
იაიაია
ნარკოტიკს და აზარტულ თამაშებს ნუ გადააყოლებთ ოჯახებს და გასაქცევადაცა არ გაგიხდებათ საქმე. თუმცა, ქვეყანა და ოჯახი რომ გიყვარდეთ, ამ სისულეებითაც არ „გაერთობოდით“...
16:36 / 23-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS