22 აპრილი, 2019
კეთილი ზღაპრიდან ტრაგედიამდე - რა ტრაგედია დატრიალდა ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში
კონ­კურ­სში - "მის სა­ქარ­თვე­ლო" - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი სკან­დალ­ში რომ ეხ­ვე­ვი­ან, სიახლე არაა. ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი "მის სა­ქარ­თვე­ლო", ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი - მა­საც უმალ "ამო­უ­ქე­ქეს", რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და მისი გა­ნა­თხოვ­რო­ბის შე­სა­ხე­ბაც, რა­საც გო­გო­ნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ამას­თან, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის მე­სა­მე დღეს მისი და - 9 წლის ანე­ტა გარ­და­იც­ვა­ლა. ამ თე­მა­ზე ჯა­ნეტს ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ კი­თხვებ­ზე მა­ინც მი­პა­სუ­ხა...

ინტერვიუ ჯანეტ ქერდიყოშვილთან 2011 წელს არის ჩაწერილი.

ჯა­ნე­ტი:

- 1991 წელს, პე­ტერ­ბურ­გში და­ვი­ბა­დე. ბა­ბუ­ა­ჩე­მი წარ­მო­შო­ბით
გო­რი­დან იყო. ერთ ზა­ფხულს და­სას­ვე­ნებ­ლად აფხა­ზეთ­ში წა­ვი­და, სა­დაც ბებო გა­იც­ნო. ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და გო­რე­ლი ბიჭი მეგ­რე­ლებ­მა აფხა­ზეთ­ში და­ი­ტო­ვეს. მა­მა­ჩე­მი აფხა­ზეთ­ში გაჩ­ნდა. სხვა­თა შო­რის, დე­დაც ოჩამ­ჩი­რი­და­ნაა, მაგ­რამ 14 წლი­დან პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლობ­და, სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც... დე­დამ და მა­მამ ერ­თმა­ნე­თი რუ­სეთ­ში გა­იც­ნეს, იქვე შექ­მნეს ოჯა­ხი და ვი­ნა­ი­დან მეც იქ და­ვი­ბა­დე, ცხა­დია, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­მე­ნი­ჭა.


- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის ჩა­მოხ­ვე­დი?

- მა­მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, მისი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გაზ­რდი­ლიყ­ვნენ და სას­კო­ლო ასა­კის გავ­ხდი თუ არა, აქ ჩა­მო­ვე­დით. სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ ნელ-ნელა ვის­წავ­ლე. მამა ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, ხა­ნაც - მოს­კოვ­ში და მთე­ლი ოჯა­ხი მას დავ­ყვე­ბო­დით - ანუ ხან იქ ვცხოვ­რობ­დით, ხან აქ. ბოლო ერთი წელი რუ­სეთ­ში, ქარ­თულ სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, იქვე ჩა­ვა­ბა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი და მერე სა­ბუ­თე­ბი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე.

- ამ­ბობ­დნენ, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 2010 წელს მი­ი­ღე...

- ეს სიც­რუ­ეა! სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1993 წელს ჩა­მო­ვე­დი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ვი­ღე და ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტიც მქონ­და, 2010 წელს კი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბარ­თვა გამ­ხდა­რა სა­ჭი­რო, მე კი ეს არ ვი­ცო­დი; უფრო მე­ტიც, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთი ამ­ბა­ვი არ ატე­ხეს, ისიც არ ვი­ცო­დი, რომ ჩემი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლი იყო. მა­შინ თით­ქოს, ყვე­ლამ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­რა პირი. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მხო­ლოდ მე და ია კიწ­მა­რიშ­ვილს გვინ­დო­და, "მის მსოფ­ლი­ო­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც წა­სუ­ლი­ყო.

- რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მე­სა­მე კურ­სზე ვარ, მო­დე­ლო­ბა კი ჩემი ჰო­ბია. სა­მო­მავ­ლოდ ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბას ვა­პი­რებ. ყვე­ლა ჩემი ნა­თე­სა­ვი რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს, მაგ­რამ მა­ინც არ მინ­დო­და, რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სა­ქარ­თვე­ლო, აქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

- კონ­კურ­სში - "მის სა­ქარ­თვე­ლო" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი რა­ტომ გა­გიჩ­ნდა?


- საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რე­ბი­სას მე და ჩემი ძმა ვმღე­რო­დით კი­დეც. ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა მომ­წონ­და... 2010 წელს "ელიტ მო­დელ ლუ­ქის" კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი და სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ბედი "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზეც" მე­ცა­და. გა­მარ­ჯვე­ბას არც ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ­დი, - ხუ­თე­ულ­ში თუ მოვ­ხვდე­ბი, კარ­გი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი.

- რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც "მის სა­ქარ­თვე­ლო" გახ­დი?


- მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, - დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი.


- დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, შენს ოჯახს ტრა­გე­დი­აც და­ა­ტყდა თავს...

- კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით, - ფან­ჯა­რას­თან არ მიხ­ვი­დე, კარი არა­ვის გა­უ­ღო-თქო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში, ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ რო­გორ ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და.

დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს მარ­თლაც, ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "მის მსოფ­ლი­ოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს, ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც "მის სა­ქარ­თვე­ლო" ეწე­რა; ამ­ბობ­და, - მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, "მის სა­ქარ­თვე­ლოო". მე­კი­თხე­ბო­და, - ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო? მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია...

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ, ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვააჰ!..
აუ, რა საშინელი კომპრომატი ამოუქექიათ ამ გოგოსთვის! - შე დალოცვილო, თუ ხარ ქართველი პატრიოტი, რას იბადები პეტერბურგში?! ჩამოდი და დაიბადე თბილისში!
23:19 / 24-04-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS