19 აპრილი, 2019
"ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ..." - რას წერს მევლუდ მელაძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე 16 წლის ნიკა ჯორ­ჯა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემი ნი­კუ­შა აღარ მყავს! თავს ვერ ვპა­ტი­ობ. ალ­ბათ მის­თვი­საც და ყვე­ლას­თვის ათას­გზის უნდა ამეხ­სნა, რომ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ჯდო­მა და უკი­დე­გა­ნოდ სწო­რი გზა ვე­რა­ფე­რი გა­რან­ტი­აა, რო­დე­საც სიჩ­ქა­რეც უკი­დე­გა­ნოდ მა­ღა­ლია... უნდა ამეხ­სნა, რომ არ არის სირ­ცხვი­ლი, უარი თქვა სა­სიკ­ვდი­ლო თა­მა­შებ­ზე, უნდა მეყ­ვი­რა, რომ უფ­რო­სებს გა­და­ე­მა­ლათ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბე­ბი თი­ნე­ი­ჯე­რი ბავ­შვე­ბის­თვის, უნდა მე­ბღავ­ლა, რომ ყვე­ლა BMW პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია და მას­თან ახალ­გაზ­რდე­ბის მი­კა­რე­ბა მათი სა­მიზ­ნედ
ამო­ღე­ბის ტოლ­ფა­სია... და­ვაგ­ვი­ა­ნე და ეზო­ში ბურ­თის სა­თა­მა­შოდ ჩა­სუ­ლი მე­ა­თე კლა­სე­ლი მი­წას მი­ვა­ბა­რე... მო­სის­ხლე მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ ამ სიმ­წა­რის გე­მოს გა­გე­ბას", - წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

ნიკა ჯორ­ჯა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­ში მომ­ხდა­რ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS