სოციალურ ქსელში იმდენად მოდური გახდა ფოტოებით გადმოცემული ქართველი ''სელებრითების'' ცხოვრება, რომ თითქმის მთელმა საქართველომ იცის, რომელმა ცნობილმა რა ჭამა, სად იყო, როგორ ხუმრობენ მათი შვილები, რა
რაც შეეხება იმათ, ვისთვისაც სოციალური ქსელი ერთგვარი გასართობი ან კონკრეტული ადამიანებისთვის თავის მოწონების საშუალებაა, ხშირად აქვეყნებენ ცნობილ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოებს. თინეიჯერ გოგონებში ერთ დროს თუ როსტო ლიდერობდა, ახლა სიამოვნებით აქვეყნებენ გიგა ტაბიძესთან, ანუ ''ჭამე, ნოდარისთან'' გადაღებულ ფოტოებს.
ქალბატონებიდან პოპულარულობას შორენა ბეგაშვილი არავის უთმობს, ''იღბლიან ბორბალში'' მისული თითქმის ყველა სტუმარი, ასაკისა და სქესის განურჩევლად, შორენასთან გადაღებულ თითო სურათს მაინც გამოაყოლებს ხელს.
ქართველი ვარსკვლავები ამ მხრივაც არაფრით ჩამორჩებიან საკუთარ ფანებს. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვარსკვლავებს ლამის კონტრაქტში ჩაუწერონ, რომ გულშემატკივრების გარდა, ქართველ ''სელებრითებთან'' უნდა იპოზიორონ. მნიშვნელობა არ აქვს, უყვართ თუ არა ის მსახიობი ან მომღერალი, მთავარია, მათ მსოფლიო იცნობს.
გთავაზობთ ქართველი ვარსკვლავების ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა დროს უცხოელ ვარსკვლავებთან გადაიღეს.
ზაზა შენგელიასა და უიტნი ჰიუსტონის საერთო ფოტო მთელმა საქართველომ ნახა. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ მომღერლის გარდაცვალებას პირადად ბატონ ზაზასაც კი უსამძიმრებდნენ, თუმცა მისი არქივი მხოლოდ ლეგენდარულ უიტნისთან გადაღებული ფოტოებით არ შემოიფარგლება.
ია ფარულავა ნამდვილ ვარსკვლავებს შესწვდა, სხვები თუ ენდი გარსიასთან იწონებდნენ თავს, იას არქივში ლეგენდარულ რობერტ დენიროსა და ჯონი დეპთან გადაღებული ფოტოებია.
რომ არა ფილმ ''აგვისტოს 5 დღის'' გრანდიოზული პრემიერა, რისი დაფინანსებაც ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ აიღო საკუთარ თავზე, ნანუკა ჟორჟოლიანი, პარიკმახერი მიშა გასიტაშვილი და მსახიობი კახა მიქიაშვილი ენდი გარსიასთან, შერონ სთოუნსა და რენი ჰარლინთან სურათების გარეშე დარჩებოდნენ.
ნინა წკრიალაშვილი ჯერჯერობით ტიმატის დასჯერდა. მომღერალმა რუსული ესტრადის ვარსკვლავი კონკურს ''ახალი ტალღაზე'' გამოიჭირა და სურათი გადაიღო.
მსოფლიო მამაკაცების საოცნებო ქალბატონ ირინა შეიკთან სურათის გადაღება მარტივად მოახერხეს ანუკა არეშიძემ და სალომე ღვინიაშვილმა. ირინა ანუკას უკრაინულ ჩვენებაში მონაწილეობდა და ქართველ ლამაზმანებთან, ანუკასა და სალომესთან სიამოვნებით იპოზიორა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი ანა გოჩაშვილი ბოლო დროს ხშირად მოგზაურობს. მართალია, ვარსკვლავი არ არის, მაგრამ მისი ფოტოთი მაინც დავინტერესდით. ანა ხშირ შემთხვევაში სამთავრობო დელეგაციას ახლავს თან. მან ისეთ ლეგენდასთან გადაიღო ფოტო, როგორიც U2-ს სოლისტი ბონოა.
ლიკა ევგენიძეს მაყურებელი მუსიკოს დათო ევგენიძის შვილად იცნობდა, თუმცა რამდენიმე წელი ''რუსთავი 2''-ზე გადაცემა ''შუადღის'' ერთ-ერთი თანაწამყვანი გახლდათ. ორი წლის წინ საქართველო დატოვა და მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. სწორედ იქ შეხვდა ლეგენდარულ მსახიობ სუზან სარანდონს და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მკითხველს შევახსენებთ, რომ ლიკა მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზეა გათხოვილი.
დაბოლოს, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი წელს ''ბაფტას'' მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა მეუღლესთან ერთად. იქ კი, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო შოუბიზნესის უდავო ვარსკვლავი ფერელ უილიამსიც იმყოფებოდა, რომელთან ერთადაც მირანდამ ფოტო გადაიღო და საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე განათავსა.
ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''