17 აპრილი, 2019
რას კარნახობს მსოფლიოს ცნობილი ქართველი დერმატოკოსმეტოლოგი ალბინა ქაჯაია
ალბინა ქაჯაია პოსტ-საბჭოთა სივრციდან მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ქართველი დერმატოკოსმეტოლოგია.

სიტყვა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს - უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარებული ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. სილამაზე უბრალოდ სწორად შერჩეულ ექიმს მოითხოვს. დერმატოკოსმეტოლოგმა ალბინა ქაჯაიამ საქართველოს ესთეტიკის ბაზარზე ქართველების გული საკუთარი პროფესიონალიზმით 9 წლის წინ, გამოჩენისთანავე მოიგო. მისი რეგალიები საკმაოდ ვრცელი გახლავთ. იგი ერთადერთი საერთაშორისო ტრენერია საქართველოდან ისეთი მსხვილი კომპანიებისა, როგორებიც არის: ბოტოქსისა და იუვიდერმის მწარმოებელი ამერიკული კომპანია ალერგანი და იფსენი, ასევე ის იტალიის სილამაზის საზოგადოების საპატიო წევრი და
სილამაზისა და ესთეტიკის საერთაშორისო საბჭოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გამოცდილებას მსოფლიოც კი ენდობა.

ესთეტიკური სილამაზის მოდური კანონმდებელი მსოფლიოში საქართველოდან საკუთარ გამოცდილებაზე ვრცლად „რეიტინგს“ ესაუბრა.

Rating

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა?

- მე საქართველოში მოსკოვიდან 9 წლის წინ ჩამოვედი, საქართველო ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. მინდოდა, ჩემი საერთაშორისო გამოცდილება გამეზიარებინა საქართველოსთვის, მე და ჩემმა გუნდმა უამრავ წარმატებას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკას, რომელსაც მე წარმოვადგენ, აქვს ფილიალები მოსკოვში, პრაღასა და ვალენსიაში მე პრინციპულად ვმუშაობ და ვმოღვაწეობ აქ და ამ ეტაპზე წასვლას არსად არ ვაპირებ. მეტსაც გეტყვით, მოგეხსენებათ, რომ მე ვმონაწილეობ არაერთ საერთაშორისო სილამაზის და ესთეტიკის საერთაშორისო კონგრესებში, მაგალითად 5 წლის წინ, მე მაწერდნენ რუსეთის წარმომადგენლობას, ჩემითვის იყო პრინციპული, დღეს მდგომარეობა შეიცვალა. დღეს მე გახლავართ დარგის სპეციალისტი საქართველოდან და სიამაყით წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას.

Rating

- როგორც ვიცი, მსოფლიოს დღეს თქვენ, როგორც წამყვანი დერმატოკოსმეტოლოგი, კარნახობთ სილამაზის ტენდენციებს...

- ამას სილამაზის ტენდენციები არა, უფრო ახალი მეთოდები ეწოდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში პლასტიკურ-ესთეტიკური ბაზარი შეიცვალა, ჩვენი კლინიკის გუნდმა პირველებმა განვაცხადეთ, რომ ევროპული და რუსული სტანდარეტებით არ შეიძლება ქართულ კავკასიურ სახის ნაკვთებზე მუშაობა. მე პირადად ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი მოხსენება წავიკითხე, მე და ჩვენმა გუნდმა შევიმუშავეთ უნიკალური პროტოკოლი. მე და ჩემი გუნდი არამხოლოდ მიწვეული ექიმები, არამედ საპატიო სტუმრები გახლავართ, რომელთა აზრსაც და გამოცდილებასაც იზიარებენ ესთეტიკურ ბაზარზე. წელს თებერვალში მიმიწვიეს ინგლისში ერთადერთი, როგორც არა ინგლისელი დარგის სპეციალისტი მედიცინის სამეფო კონგრესზე “ The Royal Society Of Medicine”. მოხსენება მიეძღვნა ესთეტიკური პრობლემების გადაწყვეტას და რთულ ქეისებს, წარუმატებლად ჩატარებულ ოპერაციებს, და ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, ჩვენი კლინიკა ერთადერთია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- რა შეიცვალა ქართულ ესთეტიკურ ბაზარზე ამ ცხრა წლის განმავლობაში?

- რომელიმე პროცედურის ჩასატერებლად, სამი-ოთხჯერ მარტო კონსულტაციაზე მოდიოდნენ. დღეს ყველას აქვს ინფორმაცია ამა თუ იმ პროცედურაზე, იციან რა სურთ, შეიცვალა მიდგომა. ახლა უკვე სხვადასხვა პროცედურები მამაკაცებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. უფრო მეტად ჩამოყალიბდა თავის მოვლის კულტურა და თანამედროვე ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

Rating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS