ავტოავარიების რიცხვი ბოლო დროს განსაკუთრებულად გახშირდა. გთავაზობთ იმ ცნობილი ადამიანების ისტორიებს, რომლებიც ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, ან რომელთა ცხოვრებაც ერთ წამში ამოტრიალდა.
2016 წლის ზაფხულში ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარმა ე.წ. მორაგბეების ავარიამ ერთდროულად ოთხი ოჯახის ცხოვრება ამოატრიალა.
ავარიის დროს დაიღუპა მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანა ბუაძე და საპირისპირო მხარეს მოძრავ ავტომობილში მსხდომი სამი ახალგაზრდა: ნუცა კალანდარია, ანი ჩხეიძე და გიორგი პაპასკირი.
ავარიის დროს კვირიკაშვილი და მისი
ნუცა გუნცაძე და გიორგი ლომინაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ და რეაბილიტაციის კურსს ამ დრომდე გადიან.
ავარიას ემსხვერპლა 2013 წელს ცნობილი ფოტოგრაფის ირაკლი ღუღუნიშვილის სიცოცხლე. 25 წლის ფოტოხელოვანი ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავარია მოხდა და ის ადგილზე დაიღუპა.
2017 წელს ავარიაში მოხვდა თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა. ის მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ის დაახლოებით ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა კომაში და მიმდინარე წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.
მარტში გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.
საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის“ მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად, გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი. გარდაცვლილი 25 წლის ნიკა გუჯეჯიანია.
ნიკა გუჯეჯიანს სარეკლამო სფეროში კარგად იცნობდნენ. ის საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი იყო. დაამთავრა ჰამბურგში Miami Ad School, მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ისეთ ცნობილ სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა - BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro-ში. განაგრძეთ კითხვა: