სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხალათაშვილი სიღნაღის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით, 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა. თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ორგანიზატორი საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ხალათაშვილი კახეთში კულტურულ ღონისძიებებს წლების განმავლობაში
პროდიუსერი წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდანაა. ჰყავს მეუღლე და შვილი. ხალათაშვილის მეუღლე, მომღერალი მარი მამისმედიშვილია.
რადგან ხალათაშვილის დაკავება სიღნაღში 15 აპრილს ჩასატარებელ კონცერტს უკავშირდება და მან ქრთამი კულტურის სამსახურის უფროსს გადაუხადა, AMBEBI.GE დაუკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს გოგი გოგილაშვილს: განაგრძეთ კითხვა: