12 მარტი, 2014
''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''
შემიძლია თუ არა შემიყვარდეს გოგონა, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში 4500 კაცთან ჰქონდა სექსი ლტოლვა ქალისა და მამაკაცის მეგობრობაში, დამოკიდებულება ძმაკაცის შეყვარებულთან,
ქალი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით და ქართველი ქალის პატიოსნება - ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც პროდუსერ მიშა მშვილდაძეს ვესაუბრეთ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ინტერვიუ ცოტა მათემატიკური კუთხით წარიმართა, თუმცა, საბოლოოდ, საუბარი სტერეოტიპებზე საინტერესო გამოვიდა.

- ჩემთვის ტრადიციები არაა გამაღიზიანებელი, სტერეოტიპები – კი. ყველაზე ცუდი სტერეოტიპია ის, რომ სიახლე საშიშად მიაჩნიათ, არადა, რეალურად სიახლეების ატაცება
რომ გვიყვარს, იმაშიც ჩანს, რომ ''აიფონ 5''-ი მშვენივრად იყიდება.
- ქართული სუფრა ყანწით, თამადით, სასმლის დაძალებით საზოგადოების ნაწილის აღიზიანებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული სუფრა აკადემიაა... შენ რას ფიქრობ ამ თემებზე?
- ნებისმიერი რამის დაძალება, მათ შორის ღვინისაც, არის გოიმობა, კრიმინალი და ცუდი საქციელი. რაც შეეხება ქართულ სუფრას, უმჯობესია, ადამიანებმა ცოტა ღვინო დალიონ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა გაზეპირებულ-გაბრტყელებული რომ არაფერი ვარგა, სადღეგრძელოც კი, ეს აშკარაა. ქართული სუფრის სისტემა არავის არაფერს უშლის, მაგრამ თუ ისეთი თამადა ჰყავს, რომელიც საინტერესოს ვერაფერს ამბობს და მიუხედავად ამისა, ყურადღებას ითხოვს, იქ კარგ დროს ვერავინ გაატარებს. ყველაზე მოსაბეზრებელი კი მაინც ისაა, რომ ყველამ უნდა გაიმეოროს თამადის ნათქვამი სადღეგრძელო და სუფრის მიმდინარეობის პროცესში იქ მყოფი ყველა ადამიანი ისევე მხატვრულად უნდა იქნას ნადღეგრძელები, როგორც, ვთქვათ, იუბილარი. მოკლედ, ამ საკითხში შემსრულებლების პრობლემას ვაწყდებით და ცოტა კრეატივია საჭირო.
- დღევანდელ საქართველოში პატრიოტობა სტერეოტიპულია?
- 10-15 წლის წინ საქართველოს სადღეგრძელოს რომ ვსვამდით, ხალხს უკვირდა, ვერ ხვდებოდნენ, რას ვაკეთებდით, ალბათ, არ სჯეროდათ საქართველოს მომავლის, გაბრწყინების და ა.შ. ამიტომაც ''საქართველოს გაუმარჯოს'' არ იყო ტრენდული სადღეგრძელო, დღეს კი პირიქითაა. არსებობს ასეთი გამოთქმა, პატრიოტიზმი გაიძვერების უკანასკნელი თავშესაფარიაო, რაც არ არის მთლად საფუძველს მოკლებული, თუმცა ერთადერთი და უმაღლესი განმარტებაც არ გახლავთ. ხშირად იქ, რასაც საზოგადოება ''კაი პონტად'' აღიარებს, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიიჩნევენ თავს პატრიოტებად და ასევე ისინი, ვისაც უყვარს უმრავლესობაში ყოფნა. უმრავლესობაში ყოფნის მოყვარული კი მრავლად არის, ამიტომაცაა, რომ ყველას ერთნაირად გვაცვია, ყველა ერთნაირად ვლაპარაკობთ, ერთნაირ შეცდომებს ვუშვებთ და შედეგად ქართველები, ეს ინდივიდუალურობით გამორჩეული ხალხი, ერთმანეთს ვგავართ. ესეც ჩემი ერთგვარი სტერეოტიპია ქართველებზე, მე ასე ვიცოდი, თუმცა რეალობა სხვაა. ის, რომ ადამიანები პატრიოტობას აუცილებლობად მიიჩნევენ, არაა ცუდი. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ჰოდა, შეიძლება, ბოლოს მათგანაც გამოვიდეს პატრიოტი.
- თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ქართველებს გვიყვარს ადამიანების გაფეტიშება და ვითხოვთ ლიდერს, რომელსაც შემდეგ ზოგი ბრმად, ზოგი კი ფართოდ გახელილი თვალებით გავყვებით...…
- ეს მარტო ქართველების კი არა, ზოგადად ადამიანების თვისებაა, გვიყვარს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება და მერე მისთვის უკან მიყოლა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებს დაუგროვდათ საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ასჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან. ამ მხრივ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, შესაბამისად, ჩვენი ქცევები ცოტა პათეტიკურია, პოლიტიკური ლიდერის არჩევის დროსაც კი, მაგრამ ეს არ არის პრობელმა, გავიზრდებით და ვისწავლით, ჩვენც დაგვიგროვდება გამოცდილება.
- როგორ ფიქრობ, რატომ არის ჩვენს ქვეყანაში ასეთი აქტუალური პოლიტიკა?
- იმიტომ, რომ ქვეყანაში ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიკური ინსტიტუტი არის ძალიან სუსტი, სტაბილურობის განცდა არსად არავის არ აქვს, მცირე პოლიტიკურ ძვრებსაც კი შეუძლია უზარმაზარი ცვლილებების გამოწვევა სხვადასხვა სფეროში, ღარიბი ქვეყანა ვართ და ამიტომაცაა პოლიტიკა აქტუალური. სანამ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არ გადააჭარბებს 1000 დოლარს, მანამდე საქართველოში პოლიტიკა ძალიან აქტუალური იქნება. ადამიანი, რომელიც მუშაობს, მაგალითად, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში, აღარ დაინტერესდება პოლიტიკით და იმით, ვინ იქნება პრეზიდენტი, როცა ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის მოსვლა-წასვლაზე აღარ იქნება დამოკიდებული მისი კომპანიის ბედი.
- გარდა პოლიტიკისა, საზოგადოების დიდი ნაწილის საყვარელი თემა სხვის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკია..
- ქვეყანაში ცოტა საყოფაცხოვრებო ფართი გვაქვს. აქაც ციფრებით შემიძლია ახსნა, ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყანაში უნდა მოდიოდეს 25 კვადრატული მეტრი, რეალურად კი ჩვენს ქვეყანაში 6 კვადრატული მეტრი მოდის, ზოგს ესეც არ აქვს, ზოგს თავისი ოთახიც არ გააჩნია, შესაბამისად, ადამიანების პირადი ცხოვრება ერთმანეთის თვალწინ ვითარდება, რაც შემდეგ იწვევს ინტერესს და ადამიანი ფიქრობს, რომ აქვს ჩარევის უფლება, რადგან მოვლენები მის თვალწინ ვითარდება, რაც ლოგიკური შეცდომაა. დაახლოებით ასეთივე მიზეზიდან გამომდინარეობს მეზობლის აზრის გათვალისწინების საკითხიც, თუ მე ვცხოვრობ კორპუსში, სადაც ისეთი თხელი კედლებია, რომ მეზობელს ჩემი ხვრინვა ესმის და ჩვენ, გვინდა-არ გვინდა, ინფორმირებულები ვართ ერთმანეთის პირად ცხოვრებაზე, მერე ძალაუნებურად მის აზრს მნიშვნელობა ენიჭება.
- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვნების გარეშე?
- შეიძლება, დამეგობრდეს ნებისმიერი ორი არსება, ვთქვათ, კოლიბრი და ნიანგიც კი, თუკი ისინი საერთო ეკონომიკურ ინტერესს გამონახავენ, გარდა ამისა, თუ ორი ადამიანის ძალის გაერთიანებით შეიქმნება პროდუქტი, რომელსაც ექნება საბაზრო ღირებულება, ბუნებრივია, ეს მეგობრობა შედგება. თუ ორი ადამიანი ერთ ოთახში გაჩერებას ახერხებს, ე.ი. მათ შორის გარკვეული სექსუალური ლტლოვა არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ ოთახში ვერ გაძლებდნენ. საერთოდ, ლტოლვის გარეშე მეგობრობა არ არსებობს, რასაკვირველია, ეს ლტოლვა სექსუალური ხასიათისაა და რამდენად გააზრებულია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა არ არის აუცილებელი, ყველა შენი სექსუალური ფანტაზია იყოს რეალიზებული. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მეგობრის მიმართ გქონდეს არარეალიზებული ლტოლვა.
- ასეთივე ლტოლვა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ძმაკაცის შეყვარებულის მიმართ?
- ლტოლვა ისეთი რამაა, რომელსაც ადამიანი ვერ აკონტროლებს, სამაგიეროდ, აკონტროლებს ქცევებს, აი, ქცევის კონტროლი თუ არ შეგიძლია შენი მეგობრის შეყვარებულთან, მაგ დროს ცუდი ბიჭი ხარ, მაგრამ ღამე თუ დაგესიზმრა შენი ძმაკაცის შეყვარებული, ეგ ხომ შენი ბრალი არ არის, დამნაშავე არ ხარ, ამას ხომ ვერ აკონტროლებ, ასე შეიძლება, დედაც დაგესიზმროს და მამაც.
- პირადი ურთიერთობის აწყობისას რა მნიშვნელობას ანიჭებ ქალის განვლილ პირად თუ სექსუალურ ცხოვრებას?
- განვლილი ცხოვრება ერთგვარი ბილეთია ადამიანთან ურთიერთობის დაწყებისთვის, ტიპს რომ გაიცნობ, ან რამდენიმე სიტყვაში უნდა მიხვდე რა ''მასტია'', ან კიდევ მასზე რაღაც უნდა იცოდე, რომ წარმოდგენა შეგექმნას. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობ?
- აქვს მნიშვნელობა, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა ქალს შენამდე?
- ჩემი აზრით, პირადი ცხოვრების ნორმალურად დასალაგებლად ის უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი სექსუალური პარტნიორი ეყოლება ამის შემდეგ, ვიდრე ის, რამდენი ჰყავდა, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ერთგულების მოთხოვნა ერთმანეთის მიმართ არ აქვთ, ასეთები არიან სვინგერები, ჯიგრები. ყველას თავისი ''მუღამი'' და სტერეოტიპები აქვს. წარსული მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ადამიანი დღეს არის პროდუქტი იმისა, რაც მოხდა წარსულში, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რაც მოხდა წარსულში, აუცილებლად მოხდება მომავალში, რადგან ადამიანები იცვლებიან. პირად ცხოვრებაში ადამიანის წარსულს რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, არ ვიცი... მეკითხები იმას, შემიძლია თუ არა შემიყვარდეს გოგონა, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში 4500 კაცთან ჰქონდა სექსი?
- ეს ძალიან არარეალური რიცხვია, მაგრამ დაახლოებით ესაა კითხვის არსი.
- კი, შემიძლია.
- როგორი ადამიანი გჭირდება გვერდით, რეალიზებული თუ ხაჭაპურის კარგად გამომცხობი ქალი ფქვილიანი ხელებით..……
- ზოგიერთი ადამიანი ხაჭაპურის ცხობაშიც პოულობს თვითრეალიზაციას და ესეც ნორმალურია. კაცობრიობის გადმოსახედიდან კი გეტყვით, რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება კარგი განათლება, კარგი სამსახური, ბუნებრივია, კარგია. თუმცა, არსებობს ისეთი ხაჭაპურიც, რომელიც ბევრ რამეზე დაგახუჭვინებს თვალს ადამიანს. ახლა ახალი სკანდალია ინტერნეტში ორალურ სექსთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ჩვენმა მსახიობმა თინა მახარაძემ ისაუბრა. საბოლოო ჯამში, ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის, სხვა შანსი არ არის.
- თუ უნდა, რომ რაღაცაში ''ივარგოს''?
- რაღაცაში მაინც.
- დასასრულისკენ, მინდა გკითხო გავრცელებული ფრაზის - ''ქართველი ქალის პატიოსნების'' შესახებ, დღეს როცა ვლაპარაკობთ თავისუფალ სექსზე, რითი განისაზღვრება ქალის პატიოსნება?
- პატიოსანი არის ადამიანი, რომელიც არ იტყუება, პატიოსნების განმსაზღვრელი არის მართალი სიტყვა და არა ის, რამდენჯერ ჰქონია მას სექსი და რამდენი პარტნიორი ჰყოლია. შეიძლება, 500 კაცი ჰყოლია, მაგრამ თუ ამას ამბობს და არ იტყუება, მაშინ ის პატიოსანია, მაგრამ შეიძლება, ერთი ჰყავდა, მაგრამ იმასაც მალავს, აი, ის აღარაა პატიოსანი. მოკლედ, ჩემი აზრით, პატიოსნება გულწრფელობით განისაზღვრება.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 48 /
MEKO
და კაცმა რისი გაკეთება უნდა იცოდეს? ან შენ რისი კეთება გეხერხება?
22:21 / 28-03-2018
გამოხმაურება / 0 /
რა არაააა???????
კაცებიც აკეთებენ მინეტს მაგაზე რატომ არაფერს ამბობთ? გადაეკიდეთ ამ მინეტს ვისაც როგორ უნდა ისე იღებს სიამოვნებას ყველამ თავის საწოლს მიხედოს
09:02 / 27-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, მიშას თავისი. თუ არ იზიარებ გაიარე სხვა რამე წაიკითხე რას ილანძღებით. მინეტს რაც შეეხება კიდევ გოგოების 90 % აკეთებს, მათ შორის ქალიშვილებიც. და სულაც შეიძლება თქვენი დებიც და შვილებიც. ასე რომ ნუ დაუშენთ ქვებს სხვებს.
11:54 / 15-03-2014
გამოხმაურება / 1 /
Olia
Getanxmebit .amashi miugebeli araferia ,tu giyvars partniori da orives uflebebi ar irgveva dae iyos ....
20:31 / 05-07-2020
არაა?
მე მგონი სექსი სიყვარულის გარეშე არ უნდა გქონდეს ქალს ,და თუ შეგიყვარდა რა უჭირს .მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სექსისთვის კაცი შეიყვარო და თავი გაიმართლო მეგონა რომ მიყვარდაო .-)))
10:42 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
სიტყვები არ მყოფნის ყველაფერი რაც მსურს რომ გითხრა,შენს სეხნია პრეზიდენტს შენნაირი ხალხი ჭირდებოდა და კი ყავდა შემოკრეფილი.ასეთი გემოვნებით აღზრდილს დარწმუნებული ვარ დედაც დაც და მეუღლეც ამ საქმეების იდეალური სპეციალისტები გეყოლება და ალბათ ამაყობენ შენით.
09:26 / 15-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მეც მომეწონა.როდის უნდა მორჩეს ეს პატიოსნების პარადი. განთავისუფლდით ხალხო, თავის უფლება არჩევანის უფლება მოგვცეს დაბადებიდან. ვისაც უნდა მინეტი აკეთოს, ვისაც უნდა ხაჭაპური.
22:48 / 14-03-2014
გამოხმაურება / 1 /
ალექს
ჯერ პირიდან გადმოაგდე და მერე წერე კომენტარი
11:54 / 01-04-2018
დათო
ცუდია, რომ ის ხალხი ვისაც არანაირი ნამდვილი ფასულობა არ აქვს ან არ იცის სინამდვილეში რა არის ფასეული ბევრს ტლიკინობს და თანაც სხვებს ახვევს თავს თავის სისულეებს.
16:52 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათოლუ
ფუ შენ ბინძურ სულს, ფუ!
16:39 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
იროზნა
მაშინ წახდა ქვეყანა და ერი როდესაც ასეთდამოძღვრას ვისმენთ. ვაი, შენს პატრონს! გარყვნილი ადამიანი არ შეიძლება სამშობლოს პატრიოტი იყვეს. მას უნდა სხვებიც გარყვნას. ამაში დამნაშავე საზოგადოებაცაა, რადგან ასეთ პირების მიმართ ზიზღს აშკარად არ გამოხატავენ
13:59 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელი
..." შემიძლია თუ არა შემიყვარდეს გოგონა, რომელსაც ბოლო ორი თვის განმავლობაში 4500 კაცთან ჰქონდა სექსი?" კი.შეგიძლია,როგორც უმ.კატეგორიის პირუტყვს...
11:05 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS