კანდელაკმა „ინსტაგრამზე“ წლების წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც ის ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრობდა, ნაჩალოვა კი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.
„იულია ნაჩალოვა ერთხელ თბილისში ჩამოვიდა. იმ პერიოდში ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ადნობდა მისი ღიმილი ჩვენი ბიჭების გულებს.
ჩემს მეგობარ თემოს ის დანახვისთანავე შეუყვარდა. არ აძლევდა თავისუფალ წამსაც კი, რომ სხვისთვის შეეხედა. ვარდები, ვარდები და კვლავ ვარდები... ამ გოგონასთვის არაფერი ენანებოდა“, -