01 აპრილი, 2019
"გაოგნებულები ვართ ჯერ იზას გარდაცვალებით და ახლა ამ ჭორებით" - რას ჰყვება მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას მამიდა?
31 მარტის დილას, მილანში 27 წლის ქართველი ვოკალისტი იზა ქავთარაძე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა საქართველოში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა, სექტემბერში კი სწავლის გასაგრძელებლად იტალიაში გაემგზავრა. იზა ქავთარაძე ახლახან მილანის კონსერვატორიაში უგამოცდოდ ჩაირიცხა. მისი გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, მანამდე კი იტალიური პრესა აქვეყნებს სტატიას, სათაურით - "ჰეროინის კიდევ ერთი მსხვერპლი", რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შაბათს - დაახლოებით, საღამოს 10 საათისთვის - მილანში, მაური მაკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. სასტუმრო ცენტრალური
სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობის ოთახში, სადაც ახალგაზრდა ქართველი ქერა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, ერთჯერადი შპრიცები, შავი კოვზი და გაცხელებული ჰეროინიც აღმოაჩინეს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება სახელდება, რასაც იზას ოჯახის წევრები გამორიცხავენ.

ია შალიკაშვილი, იზას მამიდა:
- იზა ძალიან კეთილშობილი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და თბილი გოგონა იყო. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სექტემბერში სტუდენტური ვიზით მილანში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. თავდაპირველად სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი მილანის კონსერვატორიაში შეიტანა საბუთები. როდესაც მისი მონაცემები უნახავთ, ახლახან უგამოცდოდ ჩაურიცხავთ კონსერვატორიაში. ვინაიდან იზას ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, სწავლისთვის საჭირო ფულის გამომუშავებაზე იზამ თავად იზრუნა და ერთ სოლიდურ ოჯახში ბავშვის ძიძად დაიწყო მუშაობა. რაღაც საშინელება გავრცელდა იზაზე, თითქოს ნარკოტიკი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, რაც სისულელეა და წარმოუდგენელი. ასეთი რომ ყოფილიყო, რომელი ოჯახი ანდობდა ასეთს თავის შვილს მოსავლელად? განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS