მაცაცო კევლიშვილი: - ბოლოს წამალი შევუცვალეთ და გვეგონა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. შაქრიანი დიაბეტი დაემართა, ანემიაც დაერთო, კუჭის წყლულიც... ამ ყველაფერს ორგანიზმი ვეღარ მოერია. ბოლოს უკვე თვითონაც გრძნობდა, რომ ცუდად იყო. ძველებურად ვაჟკაცურად აღარ გამოიყურებოდა. ამ წლების მანძილზე ჩვენ ბაბის თვალზე ცრემლი არ გვინახავს. ორი კვირის წინ საავადმყოფოდან მოვიდა, ტერასაზე დაუკრა და ისევ უკან გაბრუნდა. გავგიჟდით... გაიპრანჭა და ისე მოვიდა, ძალიან ლამაზი იყო. ზოგადად არ იპრანჭებოდა ხოლმე. ამარიდე კამერა, არ გადამიღოო, ბოლოს თითქოს დაგვემშვიდობა. ერთხელ „რუფტოპში“ ცუდად გაგვიხდა. ნიუტონელებს უთხრეს ექიმებმა, რომ არ დაეშალათ ასეთ დროსაც მისთვის სიმღერა. თუმცა, ცუდად ყოფნა სცენაზე არ შეუმჩნევია...
ორი დღის წინ მუსიკოსი რეანიმაციაში მოხვდა განაგრძეთ კითხვა: