ქართულმა მუსიკალურმა სამყარომ, გუშინ, ნიჭიერი მუსიკოსი თამარ ბაბილუა, ბაბი დაკარგა. ბაბი სიმსივნეს სამი წელი ებრძოდა, თუმცა, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ბოლოს მაინც დამარცხდა.
სამწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ბაბი მუდმივად აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ ცხოვრებაში, წერდა სიმღერებს და დაამყარა რეკორდი.
სოციალურ ქსელში ბაბის ის ვიდეო ვრცელდება, რომლითაც მან ჯგუფ "ირიაოს" ევროვიზიაზე მხარდაჭერა გამოუცხადა.