მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია გახლდათ, რომელსაც წლების წინ დაშორდა და ლელა კილაძეზე იქორწინა, თუმცა ის ახლა თავისუფალი მამაკაცია, რომელსაც ორი ოჯახი აქვს დანგრეული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში არავინ იცის.
გიგი უგულავას მეორე ოჯახი პატიმრობისას დაენგრა, მაშინ როცა ქალაქის ყოფილი მერი, სასჯელს იხდიდა ლელა კილაძე გუკა რჩეულიშვილზე გათხოვდა.
გიგის და ლელას საერთო შვილიც ჰყავს. პატარა ალექსანდრე, რომელიც ნიუტონის სკოლაში სწავლობს, ის ხან
გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს. ტასო და თინა უგულავები. გოგონები მამის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან.
ტასო უგულავა 2000 წელს დაიბადა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როცა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა.
გასულ კვირას, "ნანუკას შოუში" გიგი უგულავას წერილი აჩვენეს, რომელიც მან შვილებს ციხიდან გაუგზავნა.
წერილი ძალიან ემოციური აღმოჩნდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"რეიტინგი" დაინტერესდა, რას საქმიანობენ უგულავას უფროსი ქალიშვილები. ქალაქის ყოფილი მერის უმცროსი ქალიშვილი, თინა უგულავა მეექვსე საავტორო სკოლაში სწავლობს. ამავე სკოლის მოსწავლე იყო, მისი უფროსი ქალიშვილიც ტასო უგულავა.
ტასომ სწავლა გასულ წელს დაამთავრა და ახლა საფრანგეთში სწავლობს. ის კინოხელოვნებით არის გატაცებული და პროფესიიც ამ მიმართულებით შეარჩია.
გოგონებს, ძალიან უყვართ სპორტი და კარგად დგანან თხილამურებზე.
ტასოს და თინას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ დედის, თაკო ცაგურიას მეუღლესთან. რასაც მათ მიერ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს.
ტასო და თინა ყოველთვის ცდილობენ ჩრდილში იყვნენ და ცნობილი მამის შვილობის აფიშირებას არსად ახდენენ.