მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის თქმით, ერეკლე ბადურაშვილს რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა.
"ფეისბუქზე” ბოლო დროს გიო ხუციშვილის ფოტოებს დებდა აჩემებულად - გიო, ჩვენ ერთად ვართო… როგორც ჩანს, ჰქონდა წინათგრძნობა“, - ამბობს მსახიობი.
როგორც ცნობილია, დღეს რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.
ერეკლე ბადურაშვილი ბოლო ოთხი წლის მანძილზე კინოსტუდიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. იგი თურქულ მხარესთან ერთად მუშაობდა ფილმზე, სახელწოდებით: „ხიდი“. ფილმში მთავარ როლს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ასრულებს.
2020news.ge/index.php/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/item/12256-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D,-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%B0%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR3mok0UL07PUGsmOLHQo3jBeJmpoYbb8ha9dUwEDcRABZE85gWoZbrbbiQ" target="_blank">