თუმცა, ჯგუფ sparkle-ის გოგონებმა, პროექტ “ახალ ხმაში” დათო ფორჩხიძის გუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტეს თავისი ძალები გაეერთიანებინათ და მალევე შეძლეს მსმენელის გულების დაპყრობა.
ქართულ "იქს ფაქტორში" მეორე ადგილი დაიკავეს და 2015 წელს მონაწილეობა მიიღეს უკრაინულ იქს ფაქტორში. პირველ გამოსვლას მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ისინი დღემდე თანამშრომლობენ უკრაინულ ტელეკომპანია СТБ-სთან.
დაახლოებით ექვსი თვის წინ, ჯგუფი სალომე
მათი სავიზიტო ბარათი განსხვავებული კომპოზიციების მიქსია. ცოტა ხნის წინ ქართული ესტრადისა და Maroon 5-ის ჰიტის კომბინაციით, ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს და მეტიც, sparkle-ის ხმამ ჯესი ჯეიმდეც მიაღწია. ჩვენ დავინტერესდით sparkle-ის ისტორიითა და გეგმებით და დავუკავშირდით გოგონებს. ანი ჩხეიძემ გვიამბო, როგორ ქმნიან სიმღერებს, რა გამოხმაურება მოჰყვება და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
- რამდენი ხანია, რაც ერთად დაიწყეთ სიმღერა და რა ურთიერთობა გაკავშირებდათ მანანდე. სიმღერის გამო ხომ არ გადაიკვეთა თქვენი გზები?
- ჩვენი გზები გადაიკვეთა ერთ-ერთ პროექტში, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით. შემდეგ სპეციალურად "იქს ფაქტორისთვის" შექმნეს ჩვენგან ჯგუფი. ხუთი წელი გახდება, რაც ერთად ვმღერით.
- თანამშრომლობთ ერთ-ერთ უკრაინულ არხთან, როგორც ვიცი. ანუ უკრაინაში მოღვაწეობთ თუ საჭიროების შემთხვევაში მიფრინავთ?
- დიახ, უკრაინელებთან დღემდე ვმეგობრობთ, უამრავი გულშემატკივარი გვყავს. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩავდივართ ხოლმე.
- Maroon 5-ისა და ქართული ესტრადის კომბინაციამ ინტერნეტი დაიპყრო, თითქმის ყველა ვიდეოში რამდენიმე სიმღერის მიქსს აკეთებთ, ვისი იდეა იყო ამ სტილში სიმღერა, ანუ რამდენიმე სიმღერის მიქსი?
- ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოგვივიდა რამე ახალის და პოზიტიურის შექმნის იდეა. ვფიქრობთ, რომ ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატივით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვასიამოვნოთ და გავაღიმოთ ჩვენი მსმენელი.
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბუნებრივად და თავისუფლად მღერით, ვფიქრობ არც ისე მარტივია ამდენი განსხვავებული კომპოზიციის ერთად შეკვრა. დაახლოებით რა დრო სჭირდება რეპეტიციებს იმ შედეგისთვის რაც ვიდეოებში ჩანს?
- გეთანხმებით, საკმაოდ შრომატევადია, გაიხსენო და ააწყო კომპოზიციები, რომლებიც ერთმანეთს მოუხდება, სასიამოვნო მოსასმენი იქნება და ერთ მთლიანობას შექმნის, ანუ ერთ სიმღერად იქცევა. ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, ვამზადებთ, როგორც უცხოურ ასევე ახალ, საავტორო სიმღერებს. მიქსებს რაც შეეხება, უკვე ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა და ყოველთვის ვცდილობთ ახლის შექმნას. როდესაც ამხელა გამოხმაურებას, კმაყოფილ და ბედნიერ მსმენელს ვხედავთ, შეუძლებელია, არ მოგინდეს ახალი ვარიანტის შეთავაზება.
- უამრავი ნახვები აქვს თქვენს ვიდეოებს. ინტერნეტ სივრცეში პოპულარულები ხართ, ქუჩაში გცნობენ ხოლმე?
-განსაკუთრებით მაშინ, როცა სამივე ერთად ვართ. ძირითადად თინეიჯერი გულშემატკივრები გვცნობენ და ვუყვარვართ ძალიან.
- სიმღერასთან ერთად, სხვა საქმიანობითაც ხომ არ ხართ დაკავებული?
- მე პროფესიით ვარ კულტურის მენეჯერი. ამჟამად ვარ Mess Dance Studio-ს პიარ მენეჯერი. ახლო მომავალში მექნება საკუთარი სილამაზის სალონი.
ია პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, თავისი პროფესიით სტაბილურად არა, მაგრამ სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე უმუშავია, ასევე ითავსებს პიარ მენეჯერობასაც, 2 წელი იყო რამდენიმე ტურისტული კომპანიის პიარ მენეჯერი ერთობლივად, ამ ეტაპზე მხოლოდ სიმღერითაა დაკავებული, მაგრამ ბევრი საინტერესო იდეა და გეგმა აქვს, რასაც განახორციელებს ახლო მომავალში. განაგრძეთ კითხვა: