თოქ-შოუ "პროფილი" ლალა ცინდელიანის შესახებ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
"ვეხმაურებით 14 მარტის „პროფილის“ გარშემო ატეხილ არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ვპასუხობთ ყველას, ვისაც რაიმე სახის შეკითხვა გაუჩნდა გადაცემის სტუმართან დაკავშირებით.
1. აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ქალბატონის, ლალა ცინდელიანის პრობლემების შესახებ მივიღეთ წერილი, სადაც მისი ახლობელი 7-შვილიანი დედის დახმარებას გვთხოვდა.
2. სოციალურ ქსელში მანამდე გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო, როგორ ითხოვს მოწყალებას ლალა ცინდელიანის არასრულწლოვანი შვილი, რათა სმენადაქვეითებულ დედას ყურის აპარატი უყიდოს.
3. გადაცემის მიზანი იყო მაყურებლისთვის მოეთხრო დევნილი ქალბატონის რთული წარსულის და უმძიმესი აწმყოს შესახებ.
4. 14 მარტის „პროფილში“ არც ერთხელ არ იყო ნახსენები, რომ 7-შვილიან ქალბატონს სახლი არ აქვს. ჩვენი მიზანი იყო, ურთულეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი სმენადაქვეითებული დედის და მცირეწლოვანი ბავშების დახმარება. უცნაურია, რატომ გვედება ბრალი იმაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.
5. რაც შეეხება ბინას, ლალა ცინდელიანს 2018 წელს სახელმწიფომ მართლაც გადასცა. როგორც ლალა ცინდელიანი აცხადებს, ბინა საცხოვრებლად უვარგისია, არის ავარიული კორპუსი და არ მიეწოდება სასმელი წყალი. ამიტომ 7 მცირეწლოვანი შვილით ის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ბინაში არ ცხოვრობს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, გადაცემის მიზანი მაყურებლისთვის უმძიმესი წარსულისა და აწმყოს მქონე ქალბატონის ისტორიის მოყოლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს საცხოვრებლად უვარგისი ბინა გადაეცა, გადაცემის წამყვანს, არც ერთხელ არ უხსენებია, რომ ოჯახს ბინა არ ჰქონდა. კარგი იქნება თუ შესაბამისი უწყება დევილი ოჯახისთვის ბინის გადაცემის შემდეგ, გადაამოწმებს, რატომ არ ცხოვრობს ეს ოჯახი ნაჩუქარ ბინაში. ფაქტია, რომ მრავალშვილიანი, სმენადაქვეითებული ქალბატონი, რომელსაც არ აქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი, ბინაში კომუნიკაციის პრობლემების მოგვარებას, რათა ის საცხოვრებლად ვარგისი გამხდარიყო, ვერ შეძლებდა. გთავაზობთ ლალა ცინდელიანის კომენტარს მომხდართან დაკავშირებით".