„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ფლობს თუ არა რაიმე ბიზნესს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია ან როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა.
2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოდიშარია ფლობს: 196 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, ბერძნის ქ N38-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლს დიდველში; 45 კვ. მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთს ბათუმში;
მის საკუთრებაშია ასევე: 1 500 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი დაბა ლილოში; 205,5 კვ. მეტრის საცხოვრებელი სახლი დაბა ბაკურიანში; იმავე მისამართზე მდებარე 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ფლობს სამ ბინასა და ერთ სახლს დედაქალაქში, იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც სასტუმროს მშენებელობას გეგმავდა. მის საკუთრებაშია იმავე მისამართზე მდებარე ოთხი სამეურნეო ფართი და 3 284 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. წაიკითხეთ სრულად