14 მარტი, 2019
"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანა სცემა... ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილია სასამართლოში" - სამეფო დავის უცნობი დეტალები
ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ირგვლივ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. საქმის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და საბოლოოდ სამი მოსამართლის შემადგენლობით შექმნილი კოლეგია გადაწყვეტს, თუ ვის მიანიჭებს სამეფო კარისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ტიტულისთვის ბრძოლას შეეწირა ბაგრატიონების გახმაურებული სამეფო ქორწინება.

შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შედეგადაც, პატრიარქის
ინიციატივით, მოხდა ბაგრატიონების ორი შტოს გაერთიანება. სასულიერო პირები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შესაძლებელი იყო.

თუმცა, მას შემდეგ ბევრჯერ მოექცა სამეფო ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მალევე ალაპარაკდნენ, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, ამბობდნენ ერთმანეთს დაშორდნენო, ეს ხმები მაშინ გარკვეულწილად მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. საბოლოოდ, რამდენიმე კონფლიქტისა და შერიგების შედეგად, წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს და ორი წლის გაშორებული იყო მეუღლესთან, როცა სამეფო ქორწინება შედგა.

2018 წელს ჟურნალ "სითიში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთან, რომელშიც ის ამ ქორწინებაზეც ლაპარაკობს.

ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა ეს ქორწინება შეცდომა? - ანამ ასე უპასუხა:
"არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით".
ანა ბატონიშვილი შვილებთან ერთად, ჟურნალ "სითის" ფოტოფოტო: ანა ბატონიშვილი შვილებთან ერთად, ჟურნალ "სითის" 

დღეს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი აცხადებს, რომ სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეები არიან და ანა სწორედ ამ ხაზის გამგრძელებელია.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ის ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა და შემდეგ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ბაგრატიონთა ამ ორ შტოს შორის დავა მათ ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

დავა სამეფო ტიტულისთვის მას შემდეგ მიდიოდა, რაც ემიგრაციაში, კერძოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ესპანეთში მცხოვრებმა თავადიშვილებმა, გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებმა ჩამოაყალიბეს სამეფო კარი და აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ სამეფო კარის მემკვიდრეები, ამ სტატუსით მოქმედებდნენ და სწორედ ეს იყო დაპირისპირების მიზეზი.
ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მუხრანელი ბაგრატიონები არასამეფო განშტოების წარმომადგენლები იყვნენ და სწორედ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ჭეშმარიტი მემკვიდრე ამ ხაზის.

როგორც ჩანს, როცა პატრიარქთან ამ ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი, მხარეები ფიქრობდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ დავას წერტილი დაესმებოდა. ამ ორი ოჯახის დაქორწინების შემდეგ აღმოიფხვრებოდა უთანხმოება.

იმასაც ამბობენ, წყვილის დაქორწინებამდე პატრიარქთან ამ საკითხზე არაერთხელ იყო მსჯელობა.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, დინასტიურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ქორწილამდე წყვილს შორის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა, სადაც მხარეთა სტატუსები იქნებოდა დაფიქსირებული და სადაო საკითხს წერტილი დაესმებოდა. მემკვიდრის დაბადების შემდეგ შვილი დედის სამეფო გვარს მიიღებდა და ის ჩაითვლებოდა სამეფო კარის მემკვიდრედ. გრუზინსკები თვლიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქორწინება არადინასტიურ ქორწინებად ჩაითვლებოდა და ბავშვი იქნებოდა თავადური შტოს და არა სამეფო შტოს გვარის გამგრძელებელი.

როგორც გვეუბნებიან, მაშინ წყვილის დაქორწინების დროს საქორწინო ხელშეკრულება ვერ შედგა, რადგან მოულოდნელად პატრიარქს სამკურნალოდ გერმანიაში წასვლა მოუხდა და ჩანიშნულ ქორწილს ვერ გადადებდნენ, სტუმრები უკვე მოწვეული ჰყავდათ. ქორწილში თურმე ნუგზარ ბაგრატიონმა განაცხადა, რომ დავითს, როგორც სამეფო ოჯახის სიძეს, თანამოსაყდრის "მეუღლე კონსორტის" სტატუსი ექნებოდა. როგორც ჩანს, ეს სიტყვები გახდა წყვილის პირველი დაპირისპირების მიზეზი, რადგან დავითი ამას არ ეთანხმება და ის კვლავაც სამეფო კარის მემკვიდრედ თვლის თავს.

მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ სამეფო ოჯახში უთანხმოება იყო, იმასაც ამბობდნენ, პატრიარქი ცდილობდა ამ ოჯახის შენარჩუნებას და ანას ქმართან შეგირებას სთხოვდაო. ფაქტია, წყვილი გარკვეული პერიოდი ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად და ერთად თანაცხოვრებას აგრძელებდნენ. 2011 წლის 27 სექტემბერს კი პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მადრიდში დაიბადა. 2 წლის ასაკში უფლისწული, 2013 წლის 3 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

ოჯახი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ მათ რომ უთანხმოება ჰქონდათ, ამაზე დღეს ღიად საუბრობს ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი. ორივე მხარე ადასტურებს, რომ წყვილი 2016 წლიდან ოფიციალურად განქორწინებულია, თუმცა, კარგა ხნით ადრე შეწყდა რეალურად მათი ქორწინება. ორივე მხარე ამბობს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი სწორედ სამეფო ტიტულის გამო ატეხილი უთანხმოება იყო, თუმცა, ორივე მხარეს ამ დავაზე თავისი ვერსია აქვს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
kaxeli
როგორ გაიბანძეთ თავი საპატრიარქოოოვ. რას ქვია ძალით დაქორწინება 21 საუკუნეში. მასხარები ხააართ. ვის რა ჭირად უნდა ამათი მეფობა. სამარცხვინო ოჯახი. თავიანთი ჭუჭყიანი ზეწრის მოვლა არ შეუძლიათ, რა ქვეყანა უნდა მართონ. ამათღა აკლიათ ქვეყნის გამოხვრა. მოგვწყდით თავიდაააან!.
06:21 / 18-03-2019
გამოხმაურება / 0 /
Klara
Ana modzaladea sheni qmari gashordit meored argcemos magi ar moishlis xelis dartymas pirveli qmari ar gilocavt amodga meores ras miadeqit ana mikvirs tan sxvisi nacolaric yofila shorena begashvilis isic amitom dashorda da shenc dashordit tu bedi araqvs arc unda gatxovda mesamed
18:17 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS