ოჯახური ცხოვრების პარალელურად, მარინას ძალიან საინტერესო საქმიანობა აქვს. ის უკრაინაში ცნობილი ფოტოგრაფია და უამრავ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ახლაც ძალიან დაკავებულია თავისი საქმიანობით.
მან სოციალურ ქსელში მცირე ჩანახატი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ახლახან, როგორც ფოტოგრაფი, Canon-ის ამბასადორი გახდა.
მარინა აღნიშნავს, რომ ფოტოგრაფიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლა
თავის ჩანახატში მარინა ქართელ მეუღლესაც ახსენებს:
„16-დან 20 წლამდე ჩემმა ცხოვრებამ ყოველდღიურ გადაღებებში ჩაიარა და უცბად, ბრახ! – მე მას შევხვდი. გიგიმ თავი შემაყვარა, საკუთარი ნებით ჩავხტი ტომარაში და გავფრინდი საქართველოში.
2011 წლიდან ჩემი ცხოვრება ორ ქალაქს – თბილისსა და კიევს შორისაა გადაშლილი.
ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი – 28 წლის ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ბევრს მივაღწიე და ბევრის გაკეთება შევძელი. მაგრამ მე ვარ ყველაზე საყვარელი გიგის ცოლი, ხვეულთმიანი ლიზის და პატარა ნიკოლოზის დედა“.
წყარო: მუსიკბოქსი