12 მარტი, 2019
ისტორია საფრთხეშია - ადვოკატის თქმით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა მიმდინარეობს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა.

„ქრონიკის“ კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დეენემ კვლევა, რომელიც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაუტარდა, დავით ბაგრატიონ-მუხრანრლის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ კვლევის შედეგების მიხედვით, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.

"ახლა წავიდნენ და სადაც უნდათ იქ მიჩივლონ", - ლევან ჩხეიძე.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელს სასამართლოში უჩივიან. სამოქალაქო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამეფო სახლის
სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დავით ბაგრატიონის ადვოკატი. დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამი მოსამართლის შემადგენლობით კოლეგიურად განიხილავს. სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მიწვეული აკადემიკოსების - როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS