მომღერალ ლელა წურწუმიას და პროდუსერ კახა მამულაშვილს სამაგალითო ოჯახი აქვთ. ისინი 13 წელზე მეტია, რაც დაქორწინებული არიან. როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ლელა ცნობილი მომღერალი იყო, მამულიჩამ მისი პროდუსერობა შეითავსა და წყვილი მალე დაოჯახდა კიდეც. წყვილს ოჯახის გარდა საქმე დღემდე აერთიანებს, ამიტომ მათი ერთად გამოჩენა არავის უკვირს.
კახა მამულაშვილისთვის ეს მეორე ქორწინებაა - მას პირველ მეუღლესთან ჰყავს ვაჟი ნიკოლოზი, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. ლელას და მამულიჩას კი ქალიშვილი - მარიკო ჰყავთ.
კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა, საკმაოდ აქტიურია
ფეისბუქზე და ხშირად აქვეყნებს ოჯახის წევრების ფოტოებს. ბოლო დროს ყველაზე მეტად მის კედელზე მისი წამოზრდილი ქალიშვილის მარიკოსა და პატარა შვილიშვილის ფოტოები ჩანს.
განაგრძეთ კითხვა: