10 მარტი, 2019
საქართველოს სამეფო კარი ზანზარებს - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემდეგ "მონასტერი" ბაგრატიონებშიც აირია
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ მუხრანელს შორის სასამართლო დავის თაობაზე ინფორმაცია იურიდიულმა კომპანია "სამართლის გაზამ" "ფეისბუკგვერდზე" გამოაქვეყნა.

"როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით - მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.

მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების - როინ
მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს 15:00სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში.

მოსარჩელეების ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია "სამართლის გზის" მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

საზოგადოებას კარგად ახსოვს წლების წინ გახმაურებული სამეფო ქორწილი. პატრიარქის ინიციატივით, ბაგრატიონების ორი შტო გაერთიანდა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ იქორწინეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS