როგორც დღეს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, არჩილ თალაკვაძე ლექსებს წერს. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მის ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც „მარტოსული პოეტის ქორწინება“ ჰქვია.
„ალბათ ასეა,
დროა, უკვე ცოლი შევირთო.
ალუჩას სოფლად რა ხანია
შვილი გაუჩნდა…
ჩვენ ხომ ერთად გვიხაროდა
გაზაფხული.
მე მინდა ქალი ტანადი
და სრული,
დიდგვაროვანთა შთამომავალი,
თამარი კი სასეირნოდ წაიყვანა ქარმა,
რომელიც ქრის
მხოლოდ ერთი მიმართულებით:
რომ მარტოობა არის ჩემთვის
როგორც ირკვევა, არჩილ თალაკვაძეს ლექსების კრებულიც ჰქონია გამოცემული, სახელწოდებით “ლირიკული ლარნაკი”.
სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის ლექსს აქტიურად განიხილავენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ კაცი, რომელიც ამ ლექსს გამოაქვეყნებს, ცოდოა.
„კაცი რომ ამას დაწერს, რა უჭირს ახლა, იბაჩუნოს თავისთვის.
კაცს რომ ეს საოცრება ლექსი გონია, იმას ნამდვილი ლექსი წაკითხული არ უნდა ქონდეს.
აი, კაცი რომ ამას გამოაქვეყნებს, ის ცოდოა.
"ლექსი" არჩილ თალაკვაძისა, კრებულიდან “ლირიკული ლარნაკი” (აქაც რო ალიტერაცია ჩაუდია)“.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „რა დროს დავიკელი? მგონი, მე მითხოვდა “
ირინა სარიშვილი: "ეს კაცი ჩემთვის მინდა, თან წონაში მომატებული ვარ“.