კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის წყვილი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ისინი მანამდეც პოპულარულები იყვნენ.
ანუკი წარმატებული მოდელი, ხოლო კახი მსოფლიოში აღიარებული ფეხბურთელი გახლდათ.
ანუკიმ და კახიმ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს, სადაც ანუკი სამოდელო სააგენტოს მიწვევით გაემგზავრა.
მალე მათ შორის ლავ-სთორიც დაიწყო, რომელსაც დიდი ხანი საიდუმლოდ ინახავდნენ, თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, კახა კალაძემ მის თაყვანისმცემლებს და მასზე შეყვარებულ ქალებს გული დასწყვიტა და ანუკი საჯაროდ გამოაჩინა.