სანამ გერმანიაში წავიდოდა, ნათიას კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება საქართველოშიც ჰქონდა, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ის "იქს ფაქტორს" გამოეთიშა.
ახალგაზრდა გოგონა გერმანიაში საცხოვრებლად და სამუშაოდ წლების წინ გაემგზავრა და მუსიკაში წარმატებას მიაღწია.
ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ შარშან გერმანიას "ევროვიზიაზე" სწორედ ნათია წარადგენდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. სამაგიეროდ, საქართველოში დაწუნებული და გერმანიაში გამარჯვებული მომღერალი რამდენიმე თვ
ნათია თოდუა თვითონ ვერ გაემგზავრა "ევროვიზიაზე", მაგრამ ახლა ის არის ერთ-ერთი მომღერალი, რომელიც მაყურებელთან ერთად შეარჩევს, ვინ წარადგენს საქართველოს სიმღერის წლევანდელ კონკურსზე.
ნათია თოდუა მაყურებელს სულ სხვანაირი ახსოვს, აშკარაა, რომ დროსთან ერთად, ის უფრო გახსნილი გახდა და თამამი იმიჯიც მოირგო.
ნათიამ "საქართველოს ვარსკვლავის" მიმდინარეობისას არაერთხელ შეიცვალა იმიჯი. გასულ ლაივ-კონცერტზე კი მაყურებლის წინაშე მისთვის უჩვეულო ვარცხნილობით წარსდგა.
მან თმა თეთრად შეიღება, რამაც ჟიურის ყველაზე აქტიური წევრის გარეგნობას სულ სხვა მომხიბვლელობა შესძინა.