პატრიარქი საკუთარ სტიქაროსანს ასე გამოემშვიდობა:
"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.
ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ. დღეს მის
ლევან ბორტიშვილი ბოლო წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო. 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.
სიონში გადახდილი პანაშვიდის ფოტოები და პატრიარქის სამძიმარი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.