თბილისის ყოფილი მერის ბავშვობის მეგობარი, თემურ ქურხული ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ვანო ზოდელავას ცხოვრებასა და სიცოცხლის უკანასკნელ
"მე და ვანო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ღია და გახსნილი გახლდათ ურთიერთობებში, დიდი იუმორი ჰქონდა და შეყვარებული იყო თბილისზე. ქუჩაში ხშირად სულ მარტო, ფეხით დადიოდა. რაღაცებს მოინიშნავდა ხოლმე, დავალებებს მისცემდა შესაბამის სამსახურებს.
სამწუხაროდ, მაშინ, როცა ვანო ზოდელავა თბილისის მერი იყო, დედაქალაქს არ ჰქონდა იმხელა ბიუჯეტი, რამხელაც, მაგალითად, დღეს. ახლა მილიარდამდეა ბიუჯეტი და მაშინ 170 მილიონი ლარი ჰქონდა მხოლოდ, რაც ძალიან ცოტა იყო. ამ მცირე ბიუჯეტითაც ცდილობდა, დედაქალაქს რაღაც შეტყობოდა და დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა. დილით ყველა თანაშრომელზე ადრე მიდიოდა სამსახურში და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ყველა სატელეფონო ზარს პასუხობდა. დღეში ხან 50-ზე მეტ ადამიანს იღებდა და მათ პრობლემებს აგვარებდა.
- საბედისწერო ავარიაზე რა იცით?
- ბაქოში მშენებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. დიდი სავაჭრო და საოფისე ცენტრები ააშენა. 2007 წელს წავიდა იქ და ავარიაშიც იქიდან წამოსვლისას მოყვა. მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ მხარეს დაარტყა, საითკენაც ვანო იჯდა. თავი მიარტყა და გაითიშა. ერთი პერიოდი მოხსნეს აპარატიდან, რადგან მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მერე ისევ დამძიმდა და ისევ შეაერთეს. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა.
ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე - მაია ნიკოლაძე გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც სულ საავადმყოფოში ვიყავით. განაგრძეთ კითხვა: