13 თებერვალი, 2019
"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე
6 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი ვანო ზო­დე­ლა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. იგი ერთი წელი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, მას შემ­დეგ, რაც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა. ტრა­გი­კუ­ლი ავა­რია 2017 წლის 21 ივ­ლისს მოხ­და. ზო­დე­ლა­ვა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ტაქ­სით მო­ემ­გზავ­რე­ბო­და, რა დრო­საც ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "ოპე­ლის", "მერ­სე­დე­სი­სა" და "ჰონ­დას" მარ­კის მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 35 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, თე­მურ ქურ­ხუ­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ვანო ზო­დე­ლა­ვას ცხოვ­რე­ბა­სა და სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ
თვე­ებს იხ­სე­ნებს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"მე და ვანო ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ო­დით. ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი იყო. ღია და გახ­სნი­ლი გახ­ლდათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, დიდი იუ­მო­რი ჰქონ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თბი­ლის­ზე. ქუ­ჩა­ში ხში­რად სულ მარ­ტო, ფე­ხით და­დი­ო­და. რა­ღა­ცებს მო­ი­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე, და­ვა­ლე­ბებს მის­ცემ­და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ, როცა ვანო ზო­დე­ლა­ვა თბი­ლი­სის მერი იყო, დე­და­ქა­ლაქს არ ჰქონ­და იმ­ხე­ლა ბი­უ­ჯე­ტი, რამ­ხე­ლაც, მა­გა­ლი­თად, დღეს. ახლა მი­ლი­არ­დამ­დეა ბი­უ­ჯე­ტი და მა­შინ 170 მი­ლი­ო­ნი ლარი ჰქონ­და მხო­ლოდ, რაც ძა­ლი­ან ცოტა იყო. ამ მცი­რე ბი­უ­ჯე­ტი­თაც ცდი­ლობ­და, დე­და­ქა­ლაქს რა­ღაც შე­ტყო­ბო­და და დღე­სა და ღა­მეს შრო­მა­ში ატა­რებ­და. დი­ლით ყვე­ლა თა­ნაშ­რო­მელ­ზე ადრე მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში და სახ­ლში გვი­ან ღა­მით ბრუნ­დე­ბო­და. ყვე­ლა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს პა­სუ­ხობ­და. დღე­ში ხან 50-ზე მეტ ადა­მი­ანს იღებ­და და მათ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებ­და.

- სა­ბე­დის­წე­რო ავა­რი­ა­ზე რა იცით?


- ბა­ქო­ში მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. დიდი სა­ვაჭ­რო და სა­ო­ფი­სე ცენ­ტრე­ბი აა­შე­ნა. 2007 წელს წა­ვი­და იქ და ავა­რი­ა­შიც იქი­დან წა­მოს­ვლი­სას მოყ­ვა. მან­ქა­ნა სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს გა­და­ვი­და და იმ მხა­რეს და­არ­ტყა, სა­ით­კე­ნაც ვანო იჯდა. თავი მი­არ­ტყა და გა­ი­თი­შა. ერთი პე­რი­ო­დი მოხ­სნეს აპა­რა­ტი­დან, რად­გან მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და, მაგ­რამ მერე ისევ დამ­ძიმ­და და ისევ შე­ა­ერ­თეს. ისე გარ­და­იც­ვა­ლა, გონ­ზე არ მო­სუ­ლა.

ეს ტრა­გე­დია მისი ოჯა­ხის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი იყო. ფი­ნან­სუ­რა­დაც გა­უ­საძ­ლის ყო­ფა­ში ჩაც­ვივ­დნენ. მე­გობ­რე­ბიც ვეხ­მა­რე­ბო­დით. ფან­ტას­ტი­კუ­რი მე­უღ­ლე - მაია ნი­კო­ლა­ძე გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბია, ასე­ვე შვი­ლე­ბი და დები. ჩვენ, მისი მე­გობ­რე­ბიც სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვით. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS