12 თებერვალი, 2019
ქართული ესტრადის დივა იუბილარია - მნიშვნელოვანი ფაქტები ლელა წურწუმიას ცხოვრებიდან
ქართულ ესტრადა დივებით განებივრებული ნამდვილად არაა, ეს სტატუსი მხოლოდ ერთ მომღერალს - ლელა წურწუმიას უხდება და ჩვენი ესტრადის დივა ლელა წურწუმია ნამდვილად არის.

მომღერალი დღეს იუბილარია. ის 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. მამა ლუდოვიკო წურწუმია ფიზიკოსი გახლდათ. ხოლო დედა, ნინო ლომთათიძე - უცხო ენების სპეციალისტია.

Rating

ლელა წურწუმია ტრადიციულ ქართულ ოჯახში გაიზარდა, ჰყავს ორი და ხათუნა და ეკა წურწუმიები.

პოპულარობის მოხვეჭამდე, ლელა 1988 წელს ხდება ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღერის ანსამბლ „თაიგულში“. 1996—1999 წლებში მღეროდა
რესტორან „ევროპაში“, სადაც ყოველ საღამოს ბენდთან ერთად ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ, შენიშნა ახალგაზრდა მომღერალი გოგონა და მალე მათ ერთმანეთი გაიცნეს. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც, ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში გადაიზარდა.
Rating



მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა. ამ პერიოდის მის სიმღერათა შორის იყო: „მინდა გიმღერო ისევ“ და „პაემანი“. ეს მელანქოლიური სიმღერები მომენტალურად გახდა ჰიტი.

ლელა წურწუმიას გამოცემული აქვს 12 მუსიკალური ალბომი და გადაღებული აქვს ათი მუსიკალური კლიპი.

ლელა წურწუმია იყო პირველი მომღერალი ქალი, რომელმაც ფილარმონიის სცენაზე გაბედა და მაყურებლის წინაშე ბიუსტჰალტერით გამოვიდა.



ლელა წურწუმიასა და მამულიჩას ჰყავთ ქალიშვილი მარიკო, რომლის გაზრდაში მათ მამულიჩას დედა ეხმარებათ.

საქართველოში შოუ-ბიზნესი განვითარებული არასდროს ყოფილა, თუმცა, ლელა და მამულიჩა ყოველთვის ახერხებენ, მომღერლის შემოქმედება აქტუალური და გაყიდვადი იყოს. ამას კი სავსე დარბაზები მოწმობს.

ლელა წურწუმიასა და მამულიჩას არა ერთი ახალგაზრდა მუსიკოსის აღმოჩენაში აქვთ შეტანილი თავიანთი წვლილი.

Rating

მათი დამსახურებაა დუეტი "ჯორჯიას", ნუცა ბუზალაძისა და სხვა მომღერლების პოპულარიზაცია.

ლელა წურწუმიამ რამდენიმე წლის წინ, საკუთარი ძალები ჟიურის ამპლუაშიც მოსინჯა. ის ჯერ "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი გახლდათ, ახლა კი "მხოლოდ ქართულის" ჟიურის წევრია.

Rating

ლელა წურწუმიას აქვს კარგი იუმორი, მის მიერ მოყოლილი ანეგდოტები და ხუმრობები, სოციალურ ქსელში, მის კლიპებს წარმატებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.





რამდენიმე წლის წინ, ლელამ საკუთარი ძალები დიზაინშიც მოსინჯა და თორნიკე ჯგერენაიასთან ერთად სამკაულების ულამაზესი კოლექცია შექმნა.

"რეიტინგი" დივას ულოცავს დაბადების დღეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS