06 მარტი, 2014
გოგონები ''კუბიკებით'' - როგორ ინარჩუნებენ მომხიბვლელობას ქართველი ლამაზმანები
ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე საქართველოში ყველაზე ნაკლებად რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მიმდინარეობს, ამაში ადვილად დარწმუნდებით, რადგან თითქმის ვერ გაიხსენებთ არხს, რომელიც ამ თემას დიდ დროს უთმობდეს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გადაცემას ჯანმრთელობაზე და დილის ეთერში ხუთწუთიან ჩართვას ვარჯიშებით, ამ საკითხის ირგვლივ მაყურებელების ინფორმირებაზე ნაკლებად ზრუნავენ.

რამდენიმე თვის წინ ''რეიტინგში'' ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლის, ია უძილაურის ინტერვიუ გამოქვეყნ
და. ია პროფესიონალი ფიტნესმოდელი გახლავთ და რაც მთავარია, პირველი ქალია საქართველოში, რომელმაც ამ პროფესიას მოჰკიდა ხელი.

Rating

ბოლო დროს მამაკაცებისთვის სანატრელი ''კუბიკები'' სხეულზე, როგორც აღმოვაჩინეთ, ქალბატონებს შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. იას ტანზე გამოსახულ კუბიკებს დიდი ხნის შრომა და ვარჯიში დასჭრიდა და რაც მთავარია, სპეციალური დიეტა. მართალია, ია პირველი იყო ამ სფეროში, მაგრამ როგორც ინტერვიუში გვითხრა, სოციალურ ქსელში უამრავი გოგონა უკავშირდებოდა და რჩევას სთხოვდნენ, როგორ გამხდარიყვნენ ფიტნესგოგონები.

ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილიც, ოღონდ მის შემთხვევაში გატაცება კრივია. უცნაურია, რატომ აირჩია ნანუკამ სპორტის ეს სახეობა, მაგრამ ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე.

Rating

მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საკუთარი სხეული სოციალურ ქსელ ''ინსტაგრამზე'' წარმოგვიდგინა. სალომეს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ უამრავი მეგობრის აღფრთოვანება გამოიწვია. ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის სრულყოფილი სხეული ერთთვიანი ვარჯიშისა და დიეტის შედეგი აღმოჩნდა.

''არ ვჭამ ცომსა და ტკბილს, დანარჩენი ყველაფერი უცხიმოდ, უმარილოდ და უშაქროდ. ცილა პლუს ბოსტნეული (მწვანე). ნახშირწყალიც უმარილოდ და უცხიმოდ. ამას დაუმატეთ წყალი და ხილი ოთხ საათამდე. ასევე ვიღებ უცხიმო ხაჭოს'', - სალომემ სრულყოფილი სხეულის საიდუმლო მეგობრებს გაუმხილა.

Rating

''ყოჩაღ, ძალიან მაგარია. ნაკერის პრობლემა რომ მომეხსნება, შემოგიერთდები'', - წერს კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე. მკითხველს შევახსენებთ, რომ ანუკამ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და მესამე შვილი შეეძინა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
Geo-Fan
ასეა, სილამაზესაც შრომა სჭირდება :)
12:49 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
mari
ბედნიერები. რა კარგია საკუტარ სხეულზე ზრუნვის გარდა სხვა საზრუნავი რომ გაქვს ადამიანს. კი არ ვკიცხავ, უბრალოდ მშურს. ლამაზი რომ დაიბადები მერე ყველაფერი იოლდება ცხოვრებაში
10:47 / 06-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS