06 მარტი, 2014
გოგონები ''კუბიკებით'' - როგორ ინარჩუნებენ მომხიბვლელობას ქართველი ლამაზმანები
ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე საქართველოში ყველაზე ნაკლებად რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მიმდინარეობს, ამაში ადვილად დარწმუნდებით, რადგან თითქმის ვერ გაიხსენებთ არხს, რომელიც ამ თემას დიდ დროს უთმობდეს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გადაცემას ჯანმრთელობაზე და დილის ეთერში ხუთწუთიან ჩართვას ვარჯიშებით, ამ საკითხის ირგვლივ მაყურებელების ინფორმირებაზე ნაკლებად ზრუნავენ.

რამდენიმე თვის წინ ''რეიტინგში'' ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლის, ია უძილაურის ინტერვიუ გამოქვეყნ
და. ია პროფესიონალი ფიტნესმოდელი გახლავთ და რაც მთავარია, პირველი ქალია საქართველოში, რომელმაც ამ პროფესიას მოჰკიდა ხელი.

Rating

ბოლო დროს მამაკაცებისთვის სანატრელი ''კუბიკები'' სხეულზე, როგორც აღმოვაჩინეთ, ქალბატონებს შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. იას ტანზე გამოსახულ კუბიკებს დიდი ხნის შრომა და ვარჯიში დასჭრიდა და რაც მთავარია, სპეციალური დიეტა. მართალია, ია პირველი იყო ამ სფეროში, მაგრამ როგორც ინტერვიუში გვითხრა, სოციალურ ქსელში უამრავი გოგონა უკავშირდებოდა და რჩევას სთხოვდნენ, როგორ გამხდარიყვნენ ფიტნესგოგონები.

ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილიც, ოღონდ მის შემთხვევაში გატაცება კრივია. უცნაურია, რატომ აირჩია ნანუკამ სპორტის ეს სახეობა, მაგრამ ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე.

Rating

მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საკუთარი სხეული სოციალურ ქსელ ''ინსტაგრამზე'' წარმოგვიდგინა. სალომეს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ უამრავი მეგობრის აღფრთოვანება გამოიწვია. ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის სრულყოფილი სხეული ერთთვიანი ვარჯიშისა და დიეტის შედეგი აღმოჩნდა.

''არ ვჭამ ცომსა და ტკბილს, დანარჩენი ყველაფერი უცხიმოდ, უმარილოდ და უშაქროდ. ცილა პლუს ბოსტნეული (მწვანე). ნახშირწყალიც უმარილოდ და უცხიმოდ. ამას დაუმატეთ წყალი და ხილი ოთხ საათამდე. ასევე ვიღებ უცხიმო ხაჭოს'', - სალომემ სრულყოფილი სხეულის საიდუმლო მეგობრებს გაუმხილა.

Rating

''ყოჩაღ, ძალიან მაგარია. ნაკერის პრობლემა რომ მომეხსნება, შემოგიერთდები'', - წერს კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე. მკითხველს შევახსენებთ, რომ ანუკამ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და მესამე შვილი შეეძინა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნინია
თანახმა ვარ მქონდეს ყბები სალომესავით 3/4 -ზე:))) გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ სადავოა აშკარად. მაგ. თუთბერიძეს და სალომეს შორის არჩევანს თუთბერიძეზე რომ გააკეთებ მოდი და ნუ შეედავები:))))))))))))
18:59 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
სხვისი შეფასების უფლება ნამდვილად გაქვს, მაგრამ აშკარად გემოვნებაში გიჭირს სალომე ღვინიაშვილი თუ უშნოდ მიგაჩნია :DDDD
13:08 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თაკო, ანუ თუ მე არ ვარ ლამაზი, არ მაქვს სხვისი გარეგნობის შე ფასების უფლება? კიკი და ნინი როგორები არიან მაგას რა მნიშვნელობა აქ?
00:47 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
ძალიან მაგარი ქალია სალომე ნამდვილი სილამაზეც ამას ჰქვია!
23:03 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
თაკო, თუ ძალიან გაინტერესებს კარგად გამოვიყურები :) სილამაზის აღქმა და შეფასება კი ადექვატურად შემიძლია. აქ ბოღმა და შური არაფერ შუაშია, როგორც იციან ხოლმე.
22:09 / 09-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ბელა
რა გაგვიჭირეთ საქმე ამ გოგოთი, სულაც არ მოგვწონს და არანაირად არ მიგვაჩნია ეს ლოყებიანი და კეხიან ცხვირიანი გოგო ლამაზათ,რახან ფული აქვს და კაი ცხოვრება ,და ნაცნობობა, ტუჩი დაბერილი და მკერდი სილიკონის ვინ არის ულამაზესი, რახან ძვირიანი ტანსაცმელი და მრავალ ათას დოლარიანი ფეხსაცმელები და ჩანთები უჭირავს,ამიტომ არის ლამაზი?ც8რ
21:41 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
კიკი და ნინი, საშინლად მაინტერესებს თქვენ როგორ გამოიყურებით? :)))) რა ჭირს სალომე ღვინიაშვილს ვინმეს დასაწუნი?
21:13 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
რომელია აქ ლამაზი? ისეთებს არქმევენ ლამაზებს რომ გაგიკვირდება. მთავარი ის არის ალბათ, რომ თვითონ სჯერათ ამისი. ზინამდვილეში ძალიან, ძალიან შორს არიან სილამაზისგან...
17:35 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინის
ლოლ შენ იქნები უკეტესი ხომ იცი,ასეტი გოგო ცოტა დადის დედამიწაზე
16:20 / 08-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რომელი სილამაზის საიდუმლო,სახეზე ყბები 3 4 ზე რომ აქვს იმის?და ტყლარწვით რომ ლაპარაკობს?
17:30 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS