06 მარტი, 2014
გოგონები ''კუბიკებით'' - როგორ ინარჩუნებენ მომხიბვლელობას ქართველი ლამაზმანები
ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე საქართველოში ყველაზე ნაკლებად რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა მიმდინარეობს, ამაში ადვილად დარწმუნდებით, რადგან თითქმის ვერ გაიხსენებთ არხს, რომელიც ამ თემას დიდ დროს უთმობდეს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გადაცემას ჯანმრთელობაზე და დილის ეთერში ხუთწუთიან ჩართვას ვარჯიშებით, ამ საკითხის ირგვლივ მაყურებელების ინფორმირებაზე ნაკლებად ზრუნავენ.

რამდენიმე თვის წინ ''რეიტინგში'' ნიკა გრიგოლიას ყოფილი ცოლის, ია უძილაურის ინტერვიუ გამოქვეყნ
და. ია პროფესიონალი ფიტნესმოდელი გახლავთ და რაც მთავარია, პირველი ქალია საქართველოში, რომელმაც ამ პროფესიას მოჰკიდა ხელი.

Rating

ბოლო დროს მამაკაცებისთვის სანატრელი ''კუბიკები'' სხეულზე, როგორც აღმოვაჩინეთ, ქალბატონებს შორისაც ძალიან პოპულარული გახდა. იას ტანზე გამოსახულ კუბიკებს დიდი ხნის შრომა და ვარჯიში დასჭრიდა და რაც მთავარია, სპეციალური დიეტა. მართალია, ია პირველი იყო ამ სფეროში, მაგრამ როგორც ინტერვიუში გვითხრა, სოციალურ ქსელში უამრავი გოგონა უკავშირდებოდა და რჩევას სთხოვდნენ, როგორ გამხდარიყვნენ ფიტნესგოგონები.

ჯანსაღის ცხოვრების წესს მისდევს მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილიც, ოღონდ მის შემთხვევაში გატაცება კრივია. უცნაურია, რატომ აირჩია ნანუკამ სპორტის ეს სახეობა, მაგრამ ფაქტია, იმდენად გაიტაცა კრივმა, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, როგორ იბრძვის მწვრთნელთან ერთად რინგზე.

Rating

მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა საკუთარი სხეული სოციალურ ქსელ ''ინსტაგრამზე'' წარმოგვიდგინა. სალომეს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ უამრავი მეგობრის აღფრთოვანება გამოიწვია. ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის სრულყოფილი სხეული ერთთვიანი ვარჯიშისა და დიეტის შედეგი აღმოჩნდა.

''არ ვჭამ ცომსა და ტკბილს, დანარჩენი ყველაფერი უცხიმოდ, უმარილოდ და უშაქროდ. ცილა პლუს ბოსტნეული (მწვანე). ნახშირწყალიც უმარილოდ და უცხიმოდ. ამას დაუმატეთ წყალი და ხილი ოთხ საათამდე. ასევე ვიღებ უცხიმო ხაჭოს'', - სალომემ სრულყოფილი სხეულის საიდუმლო მეგობრებს გაუმხილა.

Rating

''ყოჩაღ, ძალიან მაგარია. ნაკერის პრობლემა რომ მომეხსნება, შემოგიერთდები'', - წერს კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე. მკითხველს შევახსენებთ, რომ ანუკამ ცოტა ხნის წინ იმშობიარა და მესამე შვილი შეეძინა.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნაკო
გასაგებია,მაგრამ მარტო ბალანსირებული კვება და ფიტნესი არ იძევა ასეთ შედეგს,ვისაც საშუალება აქვს იკეთებს იტარებს ლიპოსაქციას და სხვადასხვა პლასტიკურ ჩარევებს,რაც ბევრისთვის მიუწვდომელია ...
01:39 / 01-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მივესალმები სალომეს მონდომებას. ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ არ მომეწონა ეს ე.წ. კუბიკები. თითქოს რაღაც წანაზარდები აქვს. ბუნებრიობა ყველაფერს ჯობს. თბილისში უამრავი ლამაზი გოგო დადის ბუნებრივი სილამაზით. არ მომწონს, როცა ვიღაცას ამოიჩემებენ და შემდეგ სულ მასზე ლაპარაკობენ, ქუჩაში შეგხვდება და ჩვეულებრივი გოგო შეგრჩება.
01:36 / 01-08-2016
გამოხმაურება / 0 /
marita
მაინტერესებს სალომეს ხელფასი 350 ლარი რომ ჰქონდეს, როგორც უმეტეს ჩვენგანს ისევე ექნებოდა კუბიკები? სპორტდარბაზის, აერობიკის, მასაჟისა და აუზის ფული რომ მქონდეს რაღა მიჭირს? ამიტომაც არ ვიშლი ამ "რჩევებზე" ნერვებს. არ დაიჯეროთ რომ ფულის გარეშე რამე იყოს შესაძლებელი. უშნო გოგოც კი აჯობებს დედოფალს ლამაზ სამოსს თუ ჩააცმევ. სალომე უდავოდ მშვენიერი მოდელია, მაგრამ გენეტიკასთან ერთად აქვს ფინანსებიც და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.
15:44 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მტავარია სალომეს მოსწონს თავი .ჩვენ ვინ გვკითხავს, რა ჩვენი საქმეა....
13:27 / 08-03-2015
გამოხმაურება / 0 /
.....
რა შურიანი და ბოღმა ხალხი ვცხოვრობთ ამ საქართველოში,არც ჩვენი გვიყვარს და არც სხვისი..რა აქვს სალომეს დასაწუნი,თუ ვინმეს შურს წავიდეს და თვითონაც გაიკეთოს პლასტიკური ოპერაციები და გახდეს ლამაზი დაუშალა ვინმემ?თუ ტეხავს რომ უფრო ლამაზი და მომხიბვლელი გახდე?უბრალოდ შური გალაპარაკებთ,რადგან თქვენ არ ხართ ასეთები და ვერც ვერასდროს გახდებით ალბად :)
12:20 / 31-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
გინება და ძაგება არაა საჭირო უბრალოდ აზრის დაფიქსირება თუ გინდა უნდა დააფიქსირო და ვსიო,მომწონს ან არ მომწონს,მე არ მომწონს ეს გოგო
12:35 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
4 საატამდე დაან ცოტაა დაა დნელი((((
11:34 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სალომეს მარტო თმები აქვს ლამაზი მეტი არაფერი, განსაკუთრებით ყბები არ მომწონს
18:29 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
სალომე ცუდი გოგო არაა, მაგრამ ხელოვნურია. განსაკუთრებით რაც ტუჩები დაიბერა და თევზის ტუჩებს დაიმსგავსა. ისე, სილამაზე ბუნებრივია კარგი და არა მანიპულაციების შედეგად მიღებული, რაც ძალიან შესამჩნევია ღვინიაშვილზე.
01:18 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
გავოცდი ამ კომენტარებზე, ხალხნო უნდა ამაყობდეთ რომ ასეთი ქალები გვყავს და ნეტავ კიდევ ბევრი გვყავდეს... იმის მაგივრად აქოთ ლამაზი ქალები ,რა ხდება... ცოტა სიკეთე და დადებითი გამოუშვით რა უბედურებაა თეთრზე რომ შავს ამბტკიცებთ???!!!!
00:26 / 17-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS