როგორც ცნობილია, ის ბათუმში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. მისი კარიერა ჯერ კიდევ შავ-ბნელი 90-იანების ბოლოდან იწყება და იმ პერიოდის ვარსკვლავადაც ითვლება. გასაკვირი არაა, რომ ქუთაისელი რეპერი განსაკუთრებით საკუთარ ქალაქში უყვართ.
ახალგაზრდებს დღემდე ახსოვთ მისი კონცერტის მოლოდინში გადავსებული მოედანი თუ დარბაზები. უამრავი ჰიტის ავტორი გულშემატკივარს ბოლო პერიოდში სიახლეებით აღარ ანებივრებდა, თუმცა, შავი პრინცის შემოქმედება საზოგადოების ნაწილში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
როგორც აკაკი იხსენებდა, ზედმეტსახელი მას ერთმა საყვარელმა ქალბატონმა შეურჩია:
„ახლა ჩაცმის სტილი შევიცვალე, ადრე სულ შავებით დავდიოდი და ერთმა მანდილოსანმა მითხრა, შენ ჩემი პრინცი ხარ, ოღონდ შავებში ჩაცმულიო. მოკლედ ვიტყვიო, შავი პრინცი ხარო“, - თქვა მან ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა: