06 თებერვალი, 2019
„მქონდა რაღაც სულიერი ტრავმები და ცოტა ხნით მინდოდა გავსაუბრებოდი უფალს“, - ცოტა რამ შავი პრინცის შესახებ
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ქართველი რეპერი, ზედმეტსახელად - შავი პრინცი, იგივე აკაკი ბაბუნაშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ის ბათუმში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. მისი კარიერა ჯერ კიდევ შავ-ბნელი 90-იანების ბოლოდან იწყება და იმ პერიოდის ვარსკვლავადაც ითვლება. გასაკვირი არაა, რომ ქუთაისელი რეპერი განსაკუთრებით საკუთარ ქალაქში უყვართ.

Rating

ახალგაზრდებს დღემდე ახსოვთ მისი კონცერტის მოლოდინში გადავსებული მოედანი თუ დარბაზები. უამრავი ჰიტის ავტორი გულშემატკივარს ბოლო პერიოდში სიახლეებით აღარ ანებივრებდა, თუმცა, შავი პრინცის შემოქმედება საზოგადოების ნაწილში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ავიარე ჩავიარე", „დევნილები&ჯერონიმო", "მუღამი მაქვს შენი", "ბაბე", "მი ბანდიტო" - ეს მისი ჰიტად ქცეული სიმღერების არასრული ჩამონათვალია. ჯგუფ "ძებნილების" პირველი ალბომი 1999 წელს გამოვიდა, ამ დროს კი მათ მთელი ქუთაისი იცნობდა.

როგორც აკაკი იხსენებდა, ზედმეტსახელი მას ერთმა საყვარელმა ქალბატონმა შეურჩია:

„ახლა ჩაცმის სტილი შევიცვალე, ადრე სულ შავებით დავდიოდი და ერთმა მანდილოსანმა მითხრა, შენ ჩემი პრინცი ხარ, ოღონდ შავებში ჩაცმულიო. მოკლედ ვიტყვიო, შავი პრინცი ხარო“, - თქვა მან ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS