25 იანვარი, 2019
"Daily Mail"-ი მარიამ კუბლაშვილის აქამდე უცნობ ფოტოებს აქვეყნებს და მის შესახებ სტატიას წერს
მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ჯეკ შე­ფერდმა ად­ვო­კა­ტად და­ი­ქი­რა­ვა ყო­ფი­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც შო­უ­ში „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი“ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ამის შე­სა­ხებ "Daily Mail"-ი წერს. ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ კუბ­ლაშ­ვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ტაბ­ლო­ი­დე­ბის ხში­რი რეს­პონ­დენ­ტია.

„დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, რომ კუბ­ლაშ­ვი­ლი ეც­დე­ბა, არ შედ­გეს შე­ფერ­დის ექ­სტრა­დი­ცია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თუმ­ცა, მას ჯერ საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ მი­უ­ღია.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ კუბ­ლაშ­ვილს არა­ერ­თი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე აქვს აღე­ბუ­ლი - მათ შო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ უკავ­შირ­დე­ბა.

„კუბ­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა აქვს, მამა 5 წლის ასაკ­ში გარ­
და­ეც­ვა­ლა და საკ­მა­ოდ რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, ის მთის მკაც­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით გა­ზარ­დეს.

Rating


ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ქმა­რი აშშ-ში გა­იქ­ცა და სხვა ქალ­თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. ამის შემ­დეგ კუბ­ლაშ­ვილ­მა სა­ად­ვო­კა­ტო კომ­პა­ნია გახ­სნა და რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე მო­ი­გო.

ის ახლა მსა­ხი­ობ ლე­ვან ხურ­ცი­ა­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, წყვილს შვი­ლიც ჰყავს“, - წერს „დე­ი­ლი მე­ი­ლი“.



ბრი­ტა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო უარს იტყვის ინ­გლი­სის თხოვ­ნა­ზე, მო­ახ­დი­ნონ ბრალ­დე­ბუ­ლის ექ­სტრა­დი­ცია, შე­ფერ­დი შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ით დარ­ჩეს. მათი შე­ფა­სე­ბით, პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრი­ტა­ნეთს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ექ­სტრა­დი­ცი­ის თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს, „ახლა კი სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ყვე­ლას აჩ­ვე­ნოს, რომ ბრი­ტა­ნე­თის გვერ­დით დგას“.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს ძებ­ნი­ლი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლური ინ­ფორ­მა­ცი­ა 23 იან­ვარს გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ცნო­ბით, ის თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. 1987 წელს და­ბა­დე­ბული ჯეკ შე­ფერ­დი ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში 23 იან­ვარს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბარ­და.

Rating

„ქარ­თვე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჯ.ს.შ.-ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვრი­დან გა­მო­ცხად­და. 31 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ ერთი პი­რის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის 8 დე­კემ­ბერს მოხ­და.

ამ­ჟა­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდარ ფაქტს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. განაგრძეთ კითხვა:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS