მსახიობი ზურაბ ყიფშიძე იმ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელშიც აღმოჩნდა.
"შეიძლება „ბომჟი“ არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ?! საშინელი მდგომარეობა მაქვს. რუსებთან გზა გადაკეტილი მაქვს, არასასურველი ვყოფილვარ. თუმცა, ჩვენთანაც არ ხდება არაფერი, რომ გამოიმუშაო. არადა, ამხელა ოჯახი, წამლები, დასვენება - ეს ყველაფერი რთულია", - აცხადებს ზურაბ ყიფშიძე.
მისივე თქმით, გაჭირვების გამო, ყველა ბინა გაყიდა და ახლა ყველა ერთად, ერთ დიდ სახლში ცხოვრობს.
"ბინები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავყიდე და ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი
ვცხოვრობთ. ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია. აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური. მგონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება, ამისთვის, პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს. ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ზურაბ ყიფშიძემ
განაგრძეთ კითხვა: