23 იანვარი, 2019
"ლუკა 9 წლის იყო, როცა პირველად გააქნია თავი უარის ნიშნად..." - ბაია დავითაია შვილზე და რჩევები აუტისტი ბავშვების მშობლებს
სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ ბიზ­ნეს ლე­დისა და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის თე­მურ უგუ­ლა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ბაია და­ვი­თა­ი­ას ის­ტო­რი­ას. და­ვი­თა­ია საუბრობს თავისი და უგუ­ლა­ვას ვა­ჟის, ლუ­კას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც აუ­ტის­ტია:

""გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი", "არ ვიცი რა ვქნა, რო­გორ მო­ვიქ­ცე" - ასე­თი კი­თხვე­ბი თუ შე­ფა­სე­ბე­ბი ბოლო დროს ძა­ლი­ან ხში­რად მხვდე­ბა და რო­გორც აუ­ტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე შვი­ლის დე­დას, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის ის შიში და დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ლო­დი­ვით აწევთ მშობ­ლებს და გან­წი­რუ­ლო­ბის, გარ­და­უ­ვა­ლი იზო­ლა­ცი­ის შეგ­რძნე­ბას უღ­ვი­ვებს. მაგ­რამ, ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თან­და­თან კლე­ბუ­ლობს,
რად­გან და­უ­ღა­ლა­ვი, უწყვე­ტი წინსვლის სურ­ვი­ლი და ლუ­კას უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბა ამის დაძ­ლე­ვა­ში. სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბი, შენს შვილს აუ­ტიზ­მი აქვს თუ არა, დიდი დრო გა­დის. აუ­ტიზ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი ბევ­რმა არ იცის და შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ გა­მო­გე­პა­როს. არა­და, აუ­ტიზ­მის შემ­თხვე­ვა­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შია.

ლუ­კას შემ­თხვე­ვა­ში პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა იყო, რომ მან მე­ტყვე­ლე­ბა შე­წყვი­ტა. თურ­მე ეს ყო­ფი­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ მას შე­საძ­ლოა ქო­ნო­და აუ­ტიზ­მი. დე­და­ჩემ­მა, რო­მე­ლიც არის პე­დი­ატ­რი ია და­ვი­თა­ია, მირ­ჩია წა­მეყ­ვა­ნა ბავ­შვთა ფსი­ქო­ლოგ­თან. თა­ვი­დან ფსი­ქო­ლოგს ეგო­ნა, რომ ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი სტრე­სის შე­დე­გი იყო და მალე გა­უვ­ლი­და, რად­გან ბავ­შვს აუ­ტიზ­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სხვა თვი­სე­ბე­ბი არ ჰქონ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მე­ტყვე­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და ის აღუდ­გე­ნე­ლი დრო, რო­მელ­საც დღემ­დე ვნა­ნობ... შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც ძა­ლი­ან არა­დე­ლი­კა­ტუ­რად "გვა­ხა­ლეს" დი­აგ­ნო­ზი. კარ­გად მახ­სოვს ის გერ­მა­ნე­ლი ექი­მი, ყო­ვე­ლი მისი სი­ტყვა გას­რო­ლი­ლი ტყვი­ა­სა­ვით მხვდე­ბო­და. ეს კაცი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე­მახ­სოვ­რე­ბა... მისი სი­ტყვე­ბი ლუ­კას მო­მა­ვალ­ზე ჩემ­თვის სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი­ვით ჟღერ­და. ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა ეგ პე­რი­ო­დი...

შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­ვემ­გზავ­რეთ იმი­ტომ, რომ თბი­ლის­ში ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ძიე მის და­სახ­მა­რებ­ლად და ინ­ფორ­ცი­ა­საც კი მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით ვპო­უ­ლობ­დი. ამე­რი­კა­ში რომ ჩა­ვე­დით, იქაც ბევ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. ინ­გლი­სუ­რი არ ეს­მო­და სა­ერ­თოდ ბავ­შვს და ორი წელი მო­უნ­და თუნ­დაც იმას, რომ თი­თით ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა სურ­და. კი­დევ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, რომ ბგე­რე­ბი დაბ­რუ­ნე­ბო­და და ინ­გლი­სუ­რი გა­ე­გო, რო­მე­ლიც მის­თვის ახა­ლი ენა იყო. ეს კი დიდ დროს მო­ი­თხოვ­და და იყო სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ისევ ბევრ დროს დავ­კარ­გავ­დით. დროს კი, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... თან მუდ­მი­ვად სტრეს­ში ვი­ყა­ვი იმის გამო, რომ ლუ­კა­სი არ მეს­მო­და და მე­ში­ნო­და რამე არ გა­მომ­პარ­ვო­და. ლუკა 9 წლის იყო, როცა პირ­ვე­ლად გა­აქ­ნია თავი უა­რის ნიშ­ნად... ახლა უკვე მეტი წინსვლა გვაქვს - აი­პადს ხმა­რობს და გვაჩ­ვე­ნებს, რა უნდა და ა.შ.



სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ბავ­შვებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო არ არ­სე­ბობს, სამ­წუ­ხა­როდ. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში ლუკა დამ­ყავს ხოლ­მე კი­ნო­ში, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­ან­სე­ბი იმარ­თე­ბა. იქ დარ­ბა­ზი არ არის ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი და არც ჟღე­რა­დო­ბაა ხმა­მა­ღა­ლი. ძა­ლი­ან სა­ჭი­როა ასე­თი ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მათ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო იქ­ნე­ბა. ჩემი ფონ­დის, "სა­ქარ­თვე­ლოს აუ­ტიზ­მის ფონ­დის", ინი­ცი­ა­ტი­ვით ასე­თი სე­ან­სე­ბი თბი­ლის­შიც დავ­ნერ­გეთ. ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რაა კი­ნო­თეტ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მხრი­დან, რაც სა­სი­ხა­რუ­ლოა და იმე­დის მომ­ცე­მი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
გალერეა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS