დიღომში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, თბილისის მერის განცხადებამ ჰოლანდიიდან „გამოქანებული“ მიხელ სააკაშვილის შესახებ, კიდევ ერთხელ გააღიზიანა საზოგადოება.
რაც უნდა ხდებოდეს ქალაქში - ტრაგედია თუ სასიკეთო ძვრები, ყველაფერი კახა კალაძის გარდერობის განხილვით სრულდება.
გემოვნებიანი და მოდური ჩაცმულობის მიუხედავად, სრულიად ერი მაინც ნეგატიური კუთხით განიხილავის მის სტილს.
ძირითადად იმ მოდური ტენდენციის გამო, რომელსაც ჩვენი საზოგადოება არ აღიარებს.
თბილისის მერის ოფიციალური სტილი დახვეწილია და კლასიკური. სამუშაო სტილში ჭარბობს მუქი ლურჯი პიჯაკი და ღია ცისფერი ან თეთრი პერანგი.
-align: baseline;" />
განსაკუთრებულ შემთხვევებში - პიჯაკის ჯიბეზე ოდნავ გადმოკეცილი ცხვირსახოცი. რამდენიმე წლის წინ, გაცილებით თამამი შტრიხებით არა ერთხელ მოხვედრილა კახი კალაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ძირითადად ოფიციალურ სამოსზე მორგებული თავისუფალი, ექსტრავაგანტური სტილის ფეხსაცმლით. როგორც ჩანს, ქალაქის მერის სამუშაო სტილზე საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა და მან არაორდინალურ, თუნდაც მოდურ გადაწყვეტილებებზე უარი თქვა.
სამაგიეროდ, საზოგადოებრივმა აზრმა მის არასამუშაო სტილზე გადაინაცვლა. ამჯერად განხილვის საგნად მისი ვარდებიანი ქურთუკი იქცა.
უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ნებისმიერი დისკუსია, სწორედ, ამ ქურთუკზე მინიშნებით სრულდება.
„რეიტინგი“ გთავაზობთ იმ ტოპ ხუთეულს, რომელიც საზოგადოების დაცინვის საგნად იქცა. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ტრენდს მისი სტილიდან და როგორც ჩვენი მერი იტყოდა, შეგვიძლია „გავექანოთ“...
1. ნამდვილად ვერ დავივიწყებდით ყველაზე ექსტრავაგანტურ საქციელს, რაც კახი კალაძეს „ჩაუდენია“.
„არმანის“ ფოტოსესიისთვის მისი გაშიშვლება ქართველებმა ლამის ერის უბიწოების დაკარგვად ჩათვალეს.
ამ ფოტოსესიას სწორედ საქართველოში ჰქონდა დიდი გამოხმაურება, თუმცა, ქართველ ფეხბურთელს საზოგადოებამ მაინც დიდსულოვნად "მიუტევა".
2. ყველაზე „ცხელ-ცხელი“ ვარდებიანი ქურთუკია. თბილისის მერის მიმართ ყურადღება არც მისი შვებულების დროს შენელებულა და მას შვეიცარიის ალპებშიც კი მისწვდა.
ასე „გამოიჭირეს“ ბატონი კახი ქართველი ვაჟკაცისთვის სრულიად „შეუფერებელ“ ვარდებიან ქურთუკში, რომელიც ბრენდ Moncler Grenoble-ს ეკუთვნის და დაახლოებით 1 570 $ ღირს.
3. კახი კალაძის ამ გალიფემ ჩვენი ტოპის მე-3 ადგილი დაიკავა.
4. ოფიციალურ სტილთან „ტიგროვი“ ფეხსაცმელი რა მოსატანია? ქართველების მახვილ მზერას არც ეს კონტრასტი გამოპარვია და უმალ იქცა განხილვის საგნად.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძე მაშინ ვიცე-პრემიერი გახლდათ და სასტუმრო Growne Plaza Borjomi-ს გახსნაზე იმყოფებოდა.
5. ისევ ფეხსაცმელი... ამჯერად შიშველ ფეხსა და წითელ შარვალთან ვერ გაიგო საზოგადოებამ.
ქეთი თავაძე