17 იანვარი, 2019
ვინ იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა
დიდ დი­ღომ­ში, საცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის არის 4 წლის ბავ­შვი და მისი დედა, ნა­თია ციც­ვი­ძე.

ციც­ვი­ძე სამი შვი­ლის დედა იყო. ერთ-ერთი ბავ­შვი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გუ­შინ "იმე­დის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. ორი გო­გო­ნა კი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს, ერთ-ერთს თა­ვის არე­ში ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ივა­ნე ჩხა­ი­ძე ამ­ბობს, გა­მოვ­ლე­ნი­ლია სის­ხლის და­ნა­კარ­გი, რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და ბავ­შვი
კონ­ტაქ­ტუ­რია.

მე­ო­რე გო­გო­ნა კი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­წე­რეს.

Rating

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო ზამ­ბა­ხი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ ნა­თია ციც­ვი­ძე ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და.

"მარ­თლა აღარ შე­მიძ­ლია, ნა­თია, რო­მე­ლიც გუ­შინ იმ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლი გახ­და ჩემი შვი­ლე­ბის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ადა­მი­ა­ნი რო­მელ­მაც ჩემ შვილს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია შე­აყ­ვა­რა, მის შვი­ლებ­ზეც ვი­ცო­დი, რად­გა­ნაც მიყ­ვე­ბო­და, რომ სამი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი ჰყავ­და, მათ შო­რის ტყუ­პე­ბი. ნა­თელ­ში იყოს მისი სული, ალ­ბათ ღმერ­თსაც მხო­ლოდ კარ­გი უნდა თა­ვის­თან! ამ ქვე­ყა­ნას კიდე უსაშ­ვე­ლო ჭირს რა­საც ვუ­ყუ­რებ", - წერს ზამ­ბა­ხი­ძე. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS