ციცვიძე სამი შვილის დედა იყო. ერთ-ერთი ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ "იმედის" კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი გოგონა კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, ერთ-ერთს თავის არეში ოპერაცია დასჭირდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი
მეორე გოგონა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე "ფეისბუქზე" წერს, რომ ნათია ციცვიძე ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა.
"მართლა აღარ შემიძლია, ნათია, რომელიც გუშინ იმ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილების ისტორიის მასწავლებელი იყო, ადამიანი რომელმაც ჩემ შვილს საქართველოს ისტორია შეაყვარა, მის შვილებზეც ვიცოდი, რადგანაც მიყვებოდა, რომ სამი ძალიან საყვარელი შვილი ჰყავდა, მათ შორის ტყუპები. ნათელში იყოს მისი სული, ალბათ ღმერთსაც მხოლოდ კარგი უნდა თავისთან! ამ ქვეყანას კიდე უსაშველო ჭირს რასაც ვუყურებ", - წერს ზამბახიძე. განაგრძეთ კითხვა: