გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თევზებია თბილისის მერი, კახა კალაძეც. მათ 5 მაისამდე საკმაოდ კარგი პერიოდი აქვთ და ჯობია, თუ მნიშვნელოვან საკითხებს ამ დროის მონაკვეთში მოაგვარებენ. 7 მაისიდან უკვე "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" პრინციპით უნდა იმოქმედონ, რადგან შავი მთვარე, მაცდუნებელი ძალა წლის ბოლომდე სწორედ თევზების
"ქალბატონ სალომეს ერთხელ შევხვდი, მაშინ ჯანრი კაშია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა თავად სალომეს განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუჩენია. ამ მთავრობაში საერთოდ არავის აქვს ასტროლოგიის მიმართ ინტერესი. ერთხელ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ეზოტერიკული ასტროლოგია უდიდესი მეცნიერებაა და პატივს ვცემო..."
"ქვა, რომლის შესახებაც "ნაციონალებმა" ჭორები ააგორეს, წითელი იასპი იყო. იასპი ივანიშვილმა ქალიშვილისთვის გამოიწერა. სხვათა შორის, ძალიან კარგი, დადებითი ენერგიის მატარებელი ქვაა. თავად ყოფილი პრემიერი იოგით არის დაინტერესებული. სახსრებთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და იოგა ძალიან დაეხმარა..."
"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენ-შუის სპეციალისტთან თანამშრომლობს. ამას მისი ხეების გადარგვით გატაცება მაფიქრებინებს. ხეს, მით უფრო ძველ ხეს, საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ-ერთი ხე რომ გადარგო, ფენ-შუის წესით მის გვერდით აუცილებლად უნდა დაერგო თეთრი მაგნოლია და ასეც მოიქცა. თუმცა არის ერთი გაურკვევლობა: ფენ-შუის სპეციალისტს მისთვის უნდა ეთქვა, რომ 2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა..."
განაგრძეთ კითხვა: