03 მარტი, 2014
„ნინა ჩემთვის ცარიელი ადგილია...“
უკაცრავად ამ გამოთქმაზე, მაგრამ უფრო ცუდი ფორმით თქვა. ვიჯექი და გულში მეცინებოდა, ალბათ, შინდლერის სიის ამბავია-მეთქი. არა მგონია, ამ ქალაქში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ნინასი შეეშინდებათ ბოლო დროს ხატია სიჭინავასა და ნინა წკრიალაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ზოგადად, სკანდალების შესახებ ჟურნალისტები „ფეისბუქის“ სრულიად გახსნილი სივრციდან ვიგებთ. ცნობილებიც, როგორც კი მათ თავს რაიმე სიახლეა, მაშინვე სოციალურ ქსელში პოსტავენ ხოლმე. მაგალითად, ასე შევიტყვეთ, რა პრეტენზია ჰქონდა სალომე გოგიაშვილს ნინასთან და ასევე ისიც, რომ „პროფილის“ ჩაწერაზე ხატია სიჭინავას ნინა არ
მიესალმა. შემდეგ იყო გამოხმაურებები საპირისპირო მხრიდან. ნინამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ტუჩისა და ცხვირის ოპერაციები აქვს მხოლოდ გაკეთებული და ცხვირის ოპერაცია ხატიასა და სალომესაც მოუხდებოდათ. მოკლედ, დაპირისპირებებმა რეალური ცხოვრებიდან ინტერნეტშიც გადაინაცვლა, თუმცა, როცა ხატია ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, მაშინ ინტრიგები ძალიან მალულად მიმდინარეობდა და არც ასეთი ცხადი იყო, როგორიც ახლა.

- ბოლო დროს ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდით. დაპირის-პირებების თემა „ფეისბუქზე“ საჯარო გახდა. ადრე, როცა შენ შოუბიზ-ნესის ჟურნალისტი იყავი, მაშინ როგორი ურთიერთობები იყო?
- ინტრიგები და ერთმანეთზე ჭორაობა სულ იყო და იქნება, რადგან ეს შოუბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ასეთია ამ სფეროს პოლიტიკა. 1998 წელს „რეზონანსში“ დავიწყე მუშაობა და მაშინ რა „ფეისბუქზე“ იყო ლაპარაკი. შეკითხვა „როგორ ხარ?“ მაშინ აქტუალური იყო, რადგან მართლა აინტერესებდა ადამიანს, როგორ იყავი. ახლა ურთიერთობები გაუფასურდა. ყველაფერი ძალიან ხელმისაწვდომი და უბრალო გახდა. არ მომწონს ეს და ვისურვებდი უკან დაბრუ-ნებას, როცა ინტერნეტმანია საერთოდ არ იყო. კონცერტებზე მოსაწვევებით გვეპატიჟებოდნენ, ახლა „ფეისბუქით“ გვიგზავნიან. სოციალური ქსელით გა-მოგზავნილ მოსაწვევს სერიოზულად ვერც აღვიქვამ. სოციალური ქსელი ჩემთვის უფრო გასართობი ადგილია. კომპიუტერი რომ გამიფუჭდა, ბევრი ფოტო, ვიდეო „ფეისბუქზე“ მქონდა ატვირთული და ასე გადარჩა. „ფეისბუქი“ პირადულია, მაგრამ ამ ქსელს არ ვიყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას ცუდი რამ დავუპოსტო ან გავლანძღო. ყველაფერი კარგი რომ ჰქონდეს, ასეთი არც მე ვარ და არც სხვა, ამიტომაც ცუდზე აქცენტის გაკეთება სწორად არ მიმაჩნია. დასაფასებელი იქ-ნება, თუკი კარგს გამოვარჩევთ და არა იმას, ვის დაუცდება ფეხი, რომ მერე ვუ-კირკიტოთ. მინდა, ჩემმა შვილებმა „ფეისბუქს“ რაც შეიძლება გვიან გაუგონ გემო.
- ძველი დროიდან გახმაურებული დაპირისპირებიდან რა გახსოვს?
- სულ იყო ბრძოლა, ვიღაცას კონცერტში არ სვამდნენ, მაგრამ დღეს როგორც არის დაქსაქსული შოუბიზნესი, როცა მომღერლების გარკვეულ რაოდენობას კლანი აქვს და იქ ვერავინ აღწევს, ასე არ ყოფილა. ადრე იმას ამბობდნენ, ეს ვერ მღერისო და ამიტომ აკრიტიკებდნენ, ახლა კი ნიჭიერია თუ უნიჭო, მნიშვნელობა არ აქვს, მათ „სასტავში“ მაინც ვერ ხვდებიან.
წლების წინ ამდენი მუსიკალური კონკურსი არ ტარდებოდა, ახლა კი თანდათან ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი კარგი მომღერალია ახალ თაობაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შოუბიზნესში მაინც ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ. რატომ არ შეიძლება, რომ მათთან ერთად სხვა ნიჭიერი ადამიანებიც იდგნენ სცენაზე, მართალი გითხრა, ვერ გავიგე. ალბათ, თვითონ მოუვლიან თავიანთ თავს, მაგრამ შუღლის გაღვივებას ინტერნეტსივრცე ძალიან უწყობს ხელს. იმდენი კარგი რამ ხდება ამ ცხოვრებაში, რომ ერთმანეთის კბენა, ღრენა და ერთმანეთის გარეგნობის ქილიკი არასერიოზულად მეჩვენება. შეიძლება, მომღერალს ერთი-ორი სიმღერა ჰქონდეს ჩაწერილი და თავი შემდგარი ეგონოს, მაგრამ მისი საქციელიდან ჩანდეს, რომ ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია.
- მომღერალი რომ არ მოგსალმებოდეს, ასეთი შემთხვევა ნინა წკრიალაშვილამდე თუ გახსოვს?
- არა, არ მახსოვს. „ფეისბუქზე“ ვისაც ვყავარ დამატებული, ყველა ნახულობს, რომ ჩემი არც ერთი პოსტი არ არის აგრესიით დაწერილი. ნინას შესახებ პოსტიც არ შეიცავდა აგრესიას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუკი ვინმეს არ მოვწონვარ, პოლიტიკური სტატუსების გამო თუ პირადად და ამას ჩემთან გამოხატავს იმით, რომ არ მომესალმება, მეც გამათავისუფლებს ილუზიისგან, რომ ის ზრდილობიანია და ამიტომ მაინც მეუბნება სალამს. ძალიან კარგია, როცა პირად მტრობას გიცხადებენ, თუმცა ნინას 2001 წლიდან ვიცნობ, როცა „მატირეს“ პრეზენტაცია გააკეთა. ძალიან ჩვეულებრივი, უბრალო, დადებითი პიროვნება იყო. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ვმეგობრობდით და ისიც გამიგია, როგორ სთხოვდა ხოლმე ჩემს მეგობრებს ჟურნალ „ოსკარიდან“, იქნებ, თქვენმა ჟურნალისტმა ჩემგან ინტერვიუ აიღოსო. მერე რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, არ ვიცი, მაგრამ ახლა აგრესიული გახდა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ნინამ იმხელა ტრაგედია გადაიტანა, რომ ამან ალბათ, მის ხასიათს დაღი დაასვა. ფაქტია, რომ რაღაცამ მის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა.
- ნინამ აღნიშნა, რომ მასზე შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერე და ამიტომაც არ მოგესალმა.
- ერთი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია მისთვის და არც მივაყენებ. არ მაქვს იმის დრო, რომ ვიღაცას ლუპით დავუწყო ყურება - რა უვარგა და რა - არა და მერე ამის შესახებ ვწერო. რა დამიშავა? თავისთვის ცხოვრობს. ნინა ჩემთვის არ არსებობს, ცარიელი ადგილია...
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შენ და სალომე გოგიაშვილსაც მოგიხდებოდათ ცხვირების გაკეთება.
- ვფიქრობ, რომ ცხვირის ოპერაციის გაკეთება არ მჭირდება. ჩემს ქმარს მე ასეთი მოვწონვარ, ნინამ, ალბათ, ვერ იპოვა ისეთი მეორე ნახევარი, რომელსაც ისეთი მოეწონებოდა, როგორიც იყო და ამიტომ დასჭირდა ამდენი ოპერაციის გაკეთება. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მჯერა, რომ მასში ის კარგი დარჩე-ნილია, როგორსაც მე ვიცნობდი. მე ასეთ ნინას, გადაცემაში რომ არ მომესალმა, არ ვიცნობდი. შემოვიდა და არ მომესალმა, ასე, უბრალოდ. ჩემ წინ დაჯდა და ძალიან ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი, რომ თურმე აქვს შედგენილი სია იმ ადამიანებისა, ვისაც დედა უნდა უტიროს. უკაცრავად ამ გამოთქმაზე, მაგრამ უფრო ცუდი ფორმით თქვა. ვიჯექი და გულში მეცინებოდა, ალბათ, შინდლერის სიის ამბავია-მეთქი. არა მგონია, ამ ქალაქში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ნინასი შეეშინდებათ.
- რაღაც მიზეზი ხომ მაინც ექნებოდა. ასე უსაფუძვლოდ როგორ არ მოგესალმებოდა?
- არ ვიცი, ვერ გეტყვი. რამდენიმე წლის წინ ინგა გრიგოლიასთან ვიყავით გადაცემაში, სადაც „პლეიბოიზე“ იყო საუბარი. მაშინ ვთქვი, რომ ეს ჟურნალი ქართულ მენტალიტეტს არ შეესაბამებოდა და ნინას ეს თავის თავზე მიუღია. არადა, მასზე არ მითქვამს, ზოგადად, ჟურნალზე ვამბობდი. სხვებიც იყვნენ იქ, რომლებმაც თქვეს, ნინა გაიხდის თუ არა, რატომ უნდა იყოს ჩვენთვის საინ-ტერესოო. ანუ პირდაპირ მას მიაყენეს შეურაცხყოფა. თავს დავდებ, რომ არც ერთი აგრესიული პოსტი ნინაზე არ დამიწერია. ჩემთვის არავინ არ არის, რომ ასეთი აგრესია გამოვხატო. იმისი აზრი მაინტერესებს, ვინც მიყვარს. მაგალითად, ინგა გრიგოლიამ ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რომ არ მითხრან გამარჯობა, აუცილებლად დავინტერესდები და ვეცდები, ჩემი სიმართლე დავუმტკიცო მათ, რადგან ეს ადამიანები ძალიან მიყვარს. ერთხელ ნინამ თქვა, ზოგიერთი ოჯახსა და რელიგიას ეფარებაო. მე აუცილებლად ამოვეფარები ოჯახსა და რელიგიას, რადგან ეს ორი რამ ჩემთვის ძალიან ღირებულია და ნინამ, სხვა ვერაფერი რომ ვერ იპოვა, ქვრივის იმიჯს ამოეფარა. თუ მოსწონს, იაროს ასე.
- რამაზმა გაიგო თქვენი დაპირისპირების ამბავი? რამდენადაც ვიცი, არ არის საქართველოში.
- ყაზახეთშია ერთი თვით წასული ბიზნესის ასაწყობად. 24 საათი ხაზზეა, რადგან ამ ორსულობაზე მაქვს უჰაერობა და სულ ნერვიულობს, ცუდად ხომ არ გახდიო. ეს ამბავი რომ ხდებოდა, მაშინაც მომწერა და მოვუყევი. ისე გაბრაზდა... რომ ჩამოვალ, შინდლერის სიას მე ვანახვებ, როგორიაო. მაგრამ ვუთხარი, ნინას თავისი გასაჭირი ეყოფა და თავი დაანებე-მეთქი. გაბრაზებადაც არ ღირს. შენ წარმოიდგინე, არც მწყენია. ნინამ წეროს და იკითხოს, რადგან მას მეტი საქმე არა აქვს. მასაც ჰყავს შვილი, მაგრამ ეს თემები, როგორც ჩანს, უფრო აინტერესებს. მე კი ორი შვილი მყავს და მესამეს ველოდები. არ მინდა, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდე, რომ პატარას ნეგატივი მივაწოდო.
- რამაზი რომ არ არის, ალბათ, გიჭირს.
- ფეხმძიმობის მესამე თვეში ვარ. მარტო რომ დავრჩი, გადავირიე.
- ალბათ, ორი გოგონას შემდეგ ბიჭი გინდათ.
- ძალიან გვინდა, მაგრამ რამაზმა რომ ნახა, ამ თემაზე ვნერვიულობდი, დამაფიცა, სქესის გასაგებად არ წახვიდე და რომ დაიბადება, მაშინ გავიგოთო. იმდენად უფრთხილდება, რომ არ ვიფიქრო ამაზე, გადაწყვიტა, თავადაც არ იცოდეს. არ ვიცი, მოვითმენ თუ არა ბოლომდე. მინდა, მამა გაბრიელს შევთხოვო, რომ ბიჭი იყოს. სანამ არ დავინახავ, რომ ჩემს ქმარს კმაყოფილი სახე ექნება, რომ მისნაირი სპორტსმენი გავუჩინე, მანამდე არ მოვისვენებ. არა უშავს, თუ გოგონაა, მეოთხესაც გავაჩენ (იღიმის). ეს სამივე დაუგეგმავია და შემდეგს უკვე დავგეგმავ. ჩემი გოგონები სამი და ორი წლის არიან. ვიფიქრე, პატარები არიან და ხომ არ დავიცადო-მეთქი. მაგრამ, მეორე მხრივ, სანამ პატარები არიან, მეც მინდა, ახლა გავაჩინო. ასაკიც არ მაქვს უკვე პატარა. მარტში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად საბერძნეთში ვაპირებ გამგზავრებას. ორსულობა ხელს არაფერში მიშლის.
- ვიცი, რომ შენ და რამაზს ურთიერთობაში ბევრი სიურპრიზი გაქვთ.
- საერთოდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ქორწინებამდეა მთავარი ურთიერთობების ტონუსში ყოფნა, მაგრამ მერე უფრო მნიშვნელოვანია. დაქორწინების შემდეგ მილიონჯერ ვეუბნები ჩემს ქმარს, რომ მიყვარს. უპრობლემო ოჯახი არ გვაქვს, მაგრამ თუ ქმრის გვერდით არ დგახარ, მაშინ ძალაუნებურად გაიყოფა თქვენი გზები. ჩვენთვის ცალ-ცალკე პრობლემა არ არსებობს, ყველაფერში ერთად ვართ, ფინანსურ თუ სხვა სახის საკითხებში. ზოგჯერ ამბობს ხოლმე, ჩემი ძმაკაციც ხარო. ერთი თვის წინ სახლი გაგვიქურდეს და მთელი ოქროული წაიღეს, მათ შორის, მისი ჯვარნაწერი ბეჭედიც. ძალიან დასწყდა გული. ახლა გადავწყვიტე, სანამ ჩამოვა, ზუსტად იგივენაირი ბეჭედი გავაკეთებინო და დავახვედრო. მამაოს აუცილებლად ვკითხავ, შეიძლება თუ არა, რომ ისევ ჯვარი დაეწეროს... რამაზი თავადაც დიდ სიურპრიზებს მიკეთებს და რაც უნდა შორს იყოს, სულ ყუ-რადღების ქვეშ ვარ.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
mari jgamadze
Cadi qalo inkupators mixede,meti saqme argaq?
18:23 / 15-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
რაო ხატული, ჩამოგივიდა ქმარი? რაო რა უქნა ნინას? ვაი შენ პატრონს, ნინა გამოჭიმულია შოუებში, შენ კი ღვარძლი გახჩობს, ვის უკვირს შენი შავტუხა ქმარი.შენ კი მარტლა გიკვირს მგონი მაგ კაცის გვერდით რომ გძინავს
19:51 / 29-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ქერა
აუუუ ესენი ვინ არიან ყველაფერი თუ პოლიტიკას არ მიაწებეს ხო არ შეუძლიათ რა,ეს ხატია ხო საერთოდ რა ქმარს მოუყვა ისიც ისე დაიმუქრა თითქოს უცოდველი კრავი ჰყავდეს ცოლად რა იაზვა ცოლი ჰყავს ჯერ ვერ გაიცნო ალბათ.ნინა რო სულ მართალი იყოს ისე ლაპარაკობს შეგეცოდება ბევრად მაღლა დგას ნინა თავის პლასტიკური ოპერაციებით ხატიაზე თუმცა არც ის უქნია ღმერთს რამეში.ორი უსაქმური "შვილებზე გადაყოლილი დედა...."ვაი თქვენს პატრონს რო მეთი საქმე არ გაქვთ
00:49 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ანუკ
ამ კუ 5სგსც ტუ გოგომ იცის შინდლერის სია რა არის? ვიჯექი და გულში მეცინებოდა, ალბათ, შინდლერის სიის ამბავია-მეთქი
22:44 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
jina
კარგი რა დედაკაცო,რა უტაქტო და უაზრო ვინმე ყოფილხარ,ეგ რა მეუღლისთვის მოსაყოლი ამბავი იყო და ისიც კაი გოიმი ყოფილა,ცოლის სიტყვებზე ავარდა,არიქა,ჩამოვა და რაა,თმებით ითრევს ნინას თუ სიას დაუხევს,ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი.
21:38 / 04-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS