მან თავისი უკიდურესი აღშფოთება ჩვენ გაგვიზიარა:
- არ შეიძლება, კაცო, მაგის გაფიქრებაც კი, კანაფის მოშენება მთლად დაანგრევს ამ ქვეყანას!
ეკლესია, ხალხი ამ ყველაფრის კატეგორიული წინააღმდეგი წავა და მეც მხარს დავუჭერ! ვიცი,
- ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ამბობენ, ქვეყნის სასიკეთოდ კი არა ბიძინას უნდა თავის ფინანსური მოგებისთვისო, თქვენც ამ მოსაზრებას ემხრობით?
- ეგ თვითონ ბიძინას ჰკითხეთ, გენაცვალე! მე ხაზგასმით გეუბნებით, რომ კანაფი საქართველოში არ უნდა მოიყვანონ და ეგ არის, რა! ძალიან დიდ გაუბედურებას გამოიწვევს ჩვენი ახალგაზრდობისას, მე ასე მგონია, კი არა დარწმუნებული ვარ!
- ბიძინა ივანიშვილს თუ იცნობთ პირადად და როდის გახდით მისი მოწინააღმდეგე?
- მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე... ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის... ივანიშვილი მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა... მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა... იმიტომაც ვართ "კარგად"!
- ისმის კრიტიკა, რომ ზოგი ხელოვანი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარებას იღებს და მის პოლიტიკას არ ემხრობა...
- რა ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არის და სხვაზე ნუ მალაპარაკებთ!
- თქვენზეც თქვეს...
განაგრძეთ კითხვა: