07 იანვარი, 2019
რა ღირს ბინა, რომელიც გიგა ბოკერიამ ცოტა ხნის წინ შეიძინა
სა­ქარ­თვე­ლო­ში ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ას 2 800-ზე მეტი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ავ­სებს.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ - პრე­ზი­დენტს, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, მი­ნის­ტრებს, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს, მე­რებ­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს.

„ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბას ფლობს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გიგა ბო­კე­რია, რო­მე­ლიც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად სა­ხელ­დე­ბო­და. 2018 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბული ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მარ­თა­ლია, დე­პუ­ტა­ტი არ ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას, თუმ­ცა, მის მე­უღ­ლეს, ტე­ლე­წამ­ყვანს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს უფიქ­სირ­დე­ბა 75 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც
2018 წელს 80 000 დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ დე­პუ­ტა­ტის სა­კუთ­რე­ბას, გიგა ბო­კე­რი­ას ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი toyota-camry, რო­მე­ლიც 2017 წელს აქვს შე­ძე­ნი­ლი. მას­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე 2 500 ლარი ჰქონ­და. 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­კე­რი­ამ შე­მო­სავ­ლის სა­ხით, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის - უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის მო­ად­გი­ლის პოსტზე 62 373 ლარი მი­ი­ღო. მის სა­ხელ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა სეს­ხიც, რომ­ლის შე­დე­გა­დაც დე­პუ­ტა­ტის წლი­ურ­მა გა­სა­ვალ­მა 2 400 ლარი შე­ად­გი­ნა. ამას­თან, რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ბო­კე­რი­ას გა­სა­ვალ­მა შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით, 25 000 ლარი; შვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის სა­ხით კი 5 500 ევრო შე­ად­გი­ნა. გიგა ბო­კე­რი­ას ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS