19 დეკემბერი, 2018
მაკა ჩიჩუა საკუთარ კაბებს თვითონ ხატავს - 13 საუკეთესო კაბა ყოფილი პირველი ლედის გარდერობიდან
21-ე საუკუნეში სილამაზისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ბუნებრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამბობენ, რომ ყველა ქალი ლამაზია - თუმცა, ყველას არ აქვს ამ სილამაზის წარმოჩენის უნარი და განწყობა.

ჩვენი ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. ის არის ქალი, რომელიც შეუდარებელია, როგორც უბრალო შავ როლინგში, ასევე, ულამაზეს და სპეციალურად მისთვის შეკერილ კაბაში.

Rating

მისმა ჩაცმულობამ არაერთხელ აალაპარაკა ხალხი და თვით მელანია ტრამპიც კი მოხიბლა.

პრეზიდენტის ფოტოგრაფის განცხადებით, მაკა ჩიჩუასთან შეხვედრისას, მელანია ტრამპი ჩვენი ქვეყნის ბოლო პირველ
ლედის განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდა.

Rating

მაკა ჩიჩუას ჩაცმულობამ გადაფარა ორი დღის წინ, ინაუგურაციაზე თვით ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ჩაცმულობაც.

გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს ინაუგურაციაზე თეთრი პალტო, შავი შარვალი და შავი როლინგი ეცვა. ხელზე კი შავი ტყავის ხელთათმანები ეკეთა, რამაც მის ლუქს განსაკუთრებული მომხიბვლელობა შემატა.

Rating

თუ მაკა ჩიჩუას სამოსით ვიმსჯელებთ, მისი საყვარელი ფერებია შავი, თეთრი, წითელი და ოქროსფერი.

ეს ფერები მას განსაკუთრებულად უხდება. მაკა ჩიჩუა ყოველთვის ცდილობს, ოფიციალურ შეხვედრებზე ეცვას მოკრძალებული და სადა სამოსი, რომელიც დიდი დეტალებით არ არის გადატვირთული.

Rating
Rating

როგორც „რეიტინგს“ პრეზიდენტის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა, მაკა ჩიჩუა საკუთარ ჩაცმულობას მუდმივად დათუნა სულიკაშვილს ანდობს. ეს ამბავი ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცის, რომ მაკა ჩიჩუა საკუთარ სამოსს დათუნა სულიკაშვილთან ერთად თავად ქმნის.

მაკა ხატავს, დათუნა კი მაკა ჩიჩუას ჩანაფიქრს და ნახატებს საბოლოო სახეს აძლევს.




Rating

„რეიტინგმა“ მაკა ჩიჩუას საუკეთესო ლუქებს გადაავლო თვალი. ამ ლუქებით გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ თავი ყველას დაამახსოვრა.




RatingRatingRatingRating

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
nino
სწორედ მელანიას გვერძე აქვს თავი ღობეში გამძვრალივით, თიტქოს 1 კვირის დაუბანელი და მოსაწესრიგებელი თმები აქვს შეკრული სავარცხლის გარეშე
17:55 / 27-12-2018
გამოხმაურება / 0 /
მანანა
მშვენიერი ქალია ევროპული გარეგნობის სანდრასაც კი აჯობა გარეგნობით
21:30 / 20-12-2018
გამოხმაურება / 0 /
ლია
ლამაზი,საყვარეკი,მომხიბლავი...ძალიან კარგი ადამიანი
13:26 / 20-12-2018
გამოხმაურება / 0 /
სუზი
მაკასთან აწყობილი პლასტმასისსახიანი უმეტყველო მელანია ვერ მოვა, ხელივნური ღიმილი რომ აქვს. მაკა ულამაზესი სათნო თავმდაბალი ქალბატონია, ნამდვილი ლედი.
00:00 / 20-12-2018
გამოხმაურება / 0 /
სუზი
ვგიჟდები ამ ქალბატონზე, სიკეთეს სილამაზეს სათნოებას და უბრალოებას ასხივებს. ჩაცმულობაც ისეთივე სადა და დახვეწილი აქვს როგორიც თვითონ არის.
23:57 / 19-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS